1 2 3 4 5
‎"ლელომ" გვაღიარა

 

ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" სიმბოლურ ნაკრებში ოთხი მერანელი შეიყვანა: ელგუჯა გრიგალაშვილი, გიგა ჟვანია და კიჭი მელიავა თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები გახდნენ, ხოლო ტურის მწვრთნელად მალხაზ ჟვანია იქნა მიჩნეულად. აქვე გთავაზობთ მოკლე კომენტარს, რომელიც ტრადიციულად თან ერთვის ყოველკვირეულ მიმოხილვას:

მცველი-გოლიადორი
სეზონის დაწყებიდან სამი ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გვქონდა: "ვიტ ჯორჯია"-"დილა" (4:3), "ტორპედო"-"გაგრა" (5:2), "ზესტაფონი"-"სპარტაკი"(5:2). 

და აი, გასულ ტურში სეზონის რეკორდიც დამყარდა: ხანგრძლივი პაუზის მერე "მერანმა" საშინაო შეხვედრა მარტვილში ჩაატარა და "ზესტაფონთან" ფრედ, 4:4 ითამაშა! 

ეს რვაგოლიანი "თრილერი" იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე "დუბლით" საუკეთესო ბომბარდირთა დავაში საგრძნობლად დაწინაურდა ჯაბა დვალი: "ზესტაფონის" 27 წლის თავდამსხმელს 18 გოლი აქვს გატანილი. 

დვალის გარდა, ამ მატჩს სხვა გამორჩეული ფეხბურთელიც ჰყავდა: მასპინძელთა კაპიტანმა გიგა ჟვანიამ ჰეთ თრიქი შეასრულა! სხვათა შორის, სეზონის დაწყებიდან ეს მეექვსე ჰეთ თრიქი იყო, თუმცა იმავე დვალის, გიორგი კორიფაძის, ბესიკ ჩიმაკაძისა და მათე ვაწაძისგან განსხვავებით, "მერანის" კაპიტანი, 29 წლის გიგა ჟვანია, ამპლუით... მცველია! 

აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია "მერანთან" დაკავშირებით: 22 დეკემბრის მერე მალხაზ ჟვანიას გუნდმა მხოლოდ ახლა შეძლო მარტვილში ემასპინძლა მეტოქეთათვის. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სეზონის ბოლომდე "მერანი" ზედიზედ... ექვს საშინაო შეხვედრას მარტვილში ჩაატარებს!



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15