1 2 3 4 5
ჭაბუკთა ლიგა იწყება

  2 სექტემბერს, ჭაბუკთა ლიგის გათამაშება აიღებს სტარტს. აღნიშნულ ტურნირში "მერანის" ორი ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას U15 და U17 გუნდები.

 

 "მერანის" ორივე ასაკობრივი გუნდი დასავლეთ ზონის ჯგუფშია განთესილი. ჯგუფში 7 გუნდია - მარტვილის "მერანი", სფფ აკადემია (ზუგდიდი), "კოლხეთი" (ფოთი), "გურია" (ლანჩხუთი), "დინამო" (ბათუმი), "ზუგდიდი" (ზუგდიდი) და "შუქურა" (ქობულეთი).

 

 მარტვილის ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები პირველ ტურში "ზუგდიდელ" თანატოლებს გაეჯიბრებიან. U15 გუნდების დაპირისპირება 14:30 საათზე დაიწყება, U17 გუნდების შეხვედრა კი 16:30 საათზე. მატჩები მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0