1 2 3 4 5
ფრე " ლიახვთან"

პირველი ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა "მერანმა" გორში, ქართლის სტადიონზე "ლიახვის" წინააღმდეგ გამართა. როგორც წინა ტურის მატჩი, ეს შეხვედრაც მარტვილელების სრული უპირატესობით წარიმართა და არაერთი რეალური ეპიზოდი შექმნეს სტუმრებმა "ლიახვის" კართან, მაგრამ სამწუხაროდ ვერც მეორე ტურში მოახერხა ჩვენმა გუნდმა სამი ქულის მოპოვება.

პირველი ხიფათი მე-4 წუთზე შექმნეს "მერანელებმა", საბანაძის დარტყმის შემდეგ, მცირე რიკოშეტის შედეგად ზვიად ქანთარიას მიუვიდა ბურთი და კარშიც დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

მე-6 წუთზე სტანდარტულიდან გახსნეს ანგარიში მასპინძლებმა. საჯარიმო დარტყმა რევაზ ბარაბაძემ შეასრულა ზუსტად 1-0.

არც გოლის გატანამდე უცდია "ლიახვს" პირველ ნომრად თამაში "მერანის" წინააღმდეგ და დაწინაურების შემდეგ, მხოლოდ ტანმაღალი ბარაბაძე დატოვეს წინ მასპინძლებმა და მთელი გუნდით დაცვაში დაბანაკდნენ, "მერანს" კი პირველ ნახევარში შექმნილი სახიფათო ეპიზოდებიდან ნახევარი მაინც რომ გამოეყენებინა, პირველ ტაიმშივე გადაწყვიტავდა მატჩის ბედს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ცოდავდნენ მარტვილელები. 

მე-12 წუთზე ეფექტური გოლით შეეძლო ანგარიშის გათანაბრება ნიკოლოზ საბანაძეს, რომელმაც ხაბელაშვილის გადაცემის შემდეგ მკერდით მიიღო ბურთი და უძლიერესად დაარტყა ბრაჭულის კარის მიმართულებით, რომ არა მცირე უზუსტობა გოლი გარდაუვალი ჩანდა.

21-ე და 23-ე წუთებზე ორი ანალოგიური ეპიზოდი ჰქონდა ზვიად ქანთარიას, "მერანის" თავდამსხმელი ორივეჯერ თავით ურტყამდა ახლო მანძილიდან, მაგრამ არაზუსტად.

მეორე ტაიმშიც გააგრძელა "მერანმა" მწვავე იერიშები და მეტოქეზე ზეწოლა, შეტევაში გართულ სტუმრებს კი ორი სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ, ორივე შემთხვევაში რევაზ ბარაბაძე გაიყვანეს თანაგუნდელებმა ხელსაყრელ ადგილას, პირველ ეპიზოდში არაზუსტად დაარტყა "ლიახველმა", მეორე შემთხვევაში კი კუპატაძემ ითამაშა დამაჯერებლად და ახლო მანძილიდან არ გააატანინა მეტოქეს.

მეორე ტაიმში "მერანის" დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ ცვლილება გააკეთა, მან მოედანზე გიორგი ციმაკურიძე შემოიყვანა და შეტევათი ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება დაავალა, ციმაკურიძემ მწვრთნელის იმედი გაამართლა, რადგან სწორედ მის მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა ქულა "მერანს". 

გოლი კი ნიკოლოზ საბანაძის და გიორგი ციმაკურიძეს მიერ განხორცილებულ პრესინგს მოჰყვა მეკარეზე, შეხვედრის 84-ე წუთზე საბანაძემ "ლიახვის" კიპერს მჭიდროდ ეთამაშა და ბურთი დააკარგვინა, გიორგი ციმაკურიძემ კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში და ანგარიში გაათანაბრა 1-1. 

ნიკოლოზ საბანაძეს შეეძლო გამარჯვების გოლის ავტორი გამხდარიყო, რადგან ფლანგიდან კიჭი მელიავას აქტიურობის და კარგი ჩაწოდების შემდეგ მეორეჯერ მოათავსა ბურთი "ლიახვის" კარში "მერანის" 9 ნომერმა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა ჩათვალა, რომ მელიავას ჩაწოდებამდე გადაკვეთა ბურთმა მოედნის ხაზი და საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. გოლი არ ჩაითვალა.

ორი ტურის შემდეგ "მერანს" ორი ქულა აქვს, პირველი ლიგის გათამაშებაში მომდევნო მატჩს მარტვილელები 8 სექტემბერს მარტვილში გამართავენ. მეტოქე რუსთავის "რუსთავი" იქნება. 




უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო (ზუგდიდი) 1 3
მერანი (თბილისი) 1 1
გარეჯი (საგარეჯო) 1 1
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 1 0