1 2 3 4 5
"მერანი" მზადებას განაგრძობს

    საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი - გიორგი მიქაძე ორჯერად ვარჯიშებს ატარებს. (10:00 - 19:00 სთ).

 

 "მერანის" ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დაესწრონ ჩვენი გუნდის ღია ვარჯიშებს, შეუძლიათ მობრძანდნენ მარტვილის "მ. ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.

 

 აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ განახლებული და საგრძნობლად გაძლიერებული მარტვილის "მერანი" თავის პირველ საკონტროლო შეხვედრას 9 ივლისს გამართავს. ამხანაგური მატჩი მარტვილში გაიმართება და "მერანის" მეტოქე პირველ ლიგაში, ჩვენს ჯგუფში განთესილი ხობის "კოლხეთი იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 24 48
ვიტ ჯორჯია 24 39
გაგრა 24 39
თელავი 24 38
ნ. დინამო 24 37
შევარდენი 1906 24 31
მერანი 24 27
ცხინვალი 24 25
შუქურა 24 23
სამგურალი 24 22