1 2 3 4 5
ჭაბუკთა გუნდები ქობულეთში დამარცხდნენ

 წარუმატებელი გამოდგმა "მერანის" ჭაბუკთა გუნდების შეხვედრები ქობულეთის "შუქურას" თანატოლებთან. მიუხედავად იმისა, რომ 2000-2001 წწ. გუნდების დაპირისპირება საწყისი წუთებიდანვე მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, მატჩის პირველი ნახევარი ფრე 0-0 დაასრულდა.

 

 მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს "შუქურას" ფეხბურთელებმა სახიფათოდ, რა დროსაც, მეკარის არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა გაბაშვილმა და თავისი გუნდი დააწინაურა 1-0.

 

 მატჩის მიწურულს კი ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში ცოტნე ჯინჭარაძემ დააფიქსირა 2-0.

 

 ჯესი სურმავას გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გვილავა, საჯაია, ჯიჯელავა, ბოკუჩავა, ნაჭყებია, ლომთაძე, თოლორდავა, ვეკუა, ლაშქარავა, შოშიაშვილი, სურმავა.

 

სათადარიგო: კარანაძე ჩაკვეტაძე, თოდუა, ჯანჯღავა.
მთავარი მწვრთნელი: ჯესი სურმავა

 

გოლები: გაბაშვილი (48), ჯინჭარაძე (59)

 

 უხვგოლიანი გამოდგა უფროს ჭაბუკთა (1998-1999 წწ.) გუნდების შეხვედრა, სადაც უფრო დიდი ანგარიშით 0-4 დამარცხდა ჩვენი გუნდი. ვერ ვიტყვით, რომ სტუმრები უშანსოდ იყვნენ, რადგან ვერ გამოყენებული თერთმეტრმეტრიანის გარდა, (გაგა გაზდელიანს არ გაატანინა მასპინძელთა კიპერმა),. კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ "მერანელებს".

 

 "შუქურას" ჭაბუკებმა კი საგოლე მომენტების უმეტესობის რეალიზება მოახდინეს და დაამტკიცეს, რომ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე შემთხვევით არ იმყოფებიან.

 

 ცოტნე მონიავამ შემდეგი სასტარტო შემადგენლობა დააყენა დღევანდელ მატჩში: ჟიშკარიანი, ქაჯაია, ჩხეტია, ქვარცხავა, ჯ. პერტაია, ჯეჯელავა, გაზდელიანი, ო. ხელაია, გიორბელიძე, კაკულია, ლუკავა.

 

შეცვლაზე შევიდა: კიჭი პერტაია
მთავარი მწვრთნელი: ცოტნე მონიავა

 

 გოლები: ბიაძე (51), გოგიტიძე (17), გოგმაჩაძე (10), ბერულიძე (60).

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32