1 2 3 4 5
"ლოკომოტივი" - "მერანს" შორის მომხდარ ინციდენტზე ესტეკა ხვალ იმსჯელებს

 

      საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი, ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურში, თბილისის “ლოკომოტივსა” და მარტვილის “მერანს” შორის თამაშის დასასრულს მომხდარ ინციდენტზე ხვალ იმსჯელებს.

 

 აღნიშნულ შეხვედრაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუმრებმა მასპინძელთა კარში გოლი გაიტანეს, რამაც “ლოკომოტივის” მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია. ჩხუბი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასახდელის გვირაბში გაგრძელდა, სადაც, რომ არა სამართალდამცავთა აქტიურობა, დაპირისპირების აღმოფხვრა ვერ მოხდებოდა.

 

 გარდა ამ ინციდენტისა, ესტეკა “შუქურა”-“დილას” მატჩსაც განიხილავს, სადაც, სტუმართა თავკაცი, უჩა სოსიაშვილი მსაჯის მიერ, სათადარიგოთა სკამიდან იქნა გაძევებული. კიდევ ერთი საკითხი “საპოვნელასა” და “ზუგდიდის” დაპირისპირებაა, სადაც როგორც გაირკვა, თამაშის დასრულების შემდეგ, მსაჯების მიმართ, ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

 

 სადიცსიპლინო კომიტეტი, “მიხეილ მესხზე” ხვალ 17:00 საათზე შეიკრიბება.
jako.fm 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 24 48
ვიტ ჯორჯია 24 39
გაგრა 24 39
თელავი 24 38
ნ. დინამო 24 37
შევარდენი 1906 24 31
მერანი 24 27
ცხინვალი 24 25
შუქურა 24 23
სამგურალი 24 22