1 2 3 4 5
დუბლებმა აშორტიას გოლით მოიგეს

     წარმატებულად ასპარეზობს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატში მარტვილის "მერანის" სარეზერვო გუნდი. მარტვილელებმა ამჯერად ქობულეთის "შუქურა" დაამარცხეს სტუმრად "ჩელე არენაზე".

 

 ერთადერთი გამარჯვების გოლი იმედა აშორტიას ანგარიშზეა. მეორე ნახევარში შეტევა რუხაიამ წამოიწყო ფლანგიდან, მის მიერ "შუქურას" საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ჩუბითიძე გზავნიდა მეტოქე გუნდის კარში, თუმცა მცველი გადაეღობა, დამატებაზე ყველას იმედა აშორტიამ დაასწრო და სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

 

 გალაქტიონ ჭუბაბრიას გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: სევოსტიანენკო, ი. ციცხვაია, ჩხეტია, რუხაია, გეგია, კენჩხაძე, ჯღამაია, ციცხვაია, გაზდელიანი, აშორტია, ჩუბითიძე.

 

 შეცვლაზე შევიდნენ: ქაჯაია, ჯინჭველაშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28