1 2 3 4 5
დუბლებმა "დინამო" ჩუბითიძის ჰეთრიკით დაამარცხეს

 დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე თბილისის "დინამოს" და მარტვილის "მერანის" სარეზერვო გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი საინტერესო და დრამატული გამოდგა და გალაქტიონ ჭუბაბრიას გაწვრთნილმა "მერანმა" დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "დინამოს" დუბლებთან.

 

 მარტვილელები პირველ ტაიმში ჩუბითიძის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში "მერანელებმა" მასპინძელი მცველების უყურადღებობით ისარგებლეს და ჩუბითიძემ დუბლი გაიფორმა 0-2. ამას ენვერ ლილუაშვილის გაძევებაც მოჰყვა და თბილისელები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ,

 

 ორი გაშვებული გოლის შემდეგ "დინამოელებმა" თამაშის გადარჩენა სცადეს და 15 წუთიან ინტერვალში ბექა მილთაძემ ორჯერ აიღო სევოსტიანენკოს კარი.

 

 მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მატჩის გმირი თორნიკე ჩუბითიძე გახდა, რომელმაც "მერანის" ერთ-ერთი კონტრიერიში გოლად აქცია, ჰეთრიკი გაიფორმა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

 

7 მარტი. 15:00. თბილისი

 

"დინამო" (დუბლები) 2:3 "მერანი" (დუბლები)

 

გოლები: ჩუბითიძე (0-1,0-2,2-3), მილთაძე (1-2,2-2)

 

"მერანი" (დუბლები) : სევოსტიანენკო, ჩხეტია, ი. ციცხვაია, რუხაია, გეგია, ცეცხლაძე, ციკოლია, ქაჯაია, შენგელია, თოლორდავა, ჩუბითიძე.

 

შეცვლაზე შევიდნენ: ლუკავა, ჯიჯელავა, ჯინჭველაშილი.

 

მთავარი მწვრთნელი: გალაქტიონ ჭუბაბრია

 

"დინამო" (დუბლები): ბულისკერია, ლოჩოშვილი, კობაური (ხარშილაძე 60), ნემსაძე, კაპანაძე, ყურაშვილი, ლურსმანაშვილი (ბაშალეიშვილი 70), აღდგომელაშვილი, ფოჩხუა (გოგილაშვილი 55), ლილუაშვილი, მიქელთაძე.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38