1 2 3 4 5
ზაურ გოგუაძეს ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს

      23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან-მარინოს უმასპინძლებს.

 

 გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა, მათ შორის არის მარტვილის "მერანის" ნახევარმცველი: ზაურ გოგუაძე, რომელმაც "მერანის" რიგებში სადებიუტო გოლი, "ჩიხურას" გაუტანა.

 

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

 

 მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), დავით მარიამიძე (დილა);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია (სიონი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლუკა ნოზაძე (გურია);
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), მათე კვირკვია (დილა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ზაურ გოგუაძე (მერანი), ირაკლი რუხაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (შუქურა), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი ხორხელი (საბურთალო).

 

 სან მარინოსთან ოფიციალური მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 28 მარტს, ქალაქ ზესტაფონში უკრაინის ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0