1 2 3 4 5
ფრე "მონტანასთან"

  დასრულდა მატჩი სიდეში. ჩვენმა გუნდმა ფრე 1-1 ითამაშა ბულგარულ "მონტანასთან". მარტვილელები ლაშა ჯღამაიას მიერ გატანილი გოლით 1-0 იგებდნენ პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შესძლეს ბულგარელებმა ანგარიშის გათანაბრება. 1-1.

 

 მთლიანობაში "მერანმა" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ძირითადად "მერანელები" ფლობდნენ ბურთს და ორჯერ დათა ციცხვაიას შეეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა, კარგი შანსი ჰქონდა ასევე შეცვლაზე შემოსულ იმედა აშორტიას, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

 

  "მერანმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა დღევანდელ მატჩში: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, გეგია, წყაროზია, ხაბელაშვილი, ჯიქია, ჯღამაია, გოგოლიძე, ჩიმაკაძე.

 

 შეცვლაზე შემოვიდნენ: დ. ციცხვაია. ი. ციცხვაია, შენგელია, აშორტია, გოგუაძე, გაზდელიანი, რუხაია, კიკნაველიძე, სევოსტიანენკო, კენჩხაძე.

 

 "მერანი" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 თებერვალს გამართავს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარული "პირინი" იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 24 54
არაგვი 24 46
სამგურალი 24 41
ბახმარო 24 39
ბორჯომი 24 35
საბურთალო 2 23 31
გორი 24 27
ბეთლემი 24 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 24 19