1 2 3 4 5
ჩვენი დღევანდელი მეტოქე - "მონტანა"

 როგორც მოგეხსნებათ, დღეს, მარტვილის "მერანი" თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 18:00 საათზე მარტვილელები ბულგარეთის "მონტანას" დაუპირისპირდებიან.

 

 „მონტანა“ 1947 წელს დაარსებული კლუბია და ბოლო პერიოდში ისეთი რჩეული ფეხბურთელი გაუზრდია, როგორიც ბულგარეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტილიან პეტროვი გახლავთ - მან ეროვნულ გუნდში 106 მატჩში 8 გოლი გაიტანა. პეტროვი სოფიის ცსკა-ს შემდეგ, გლაზგოს „სელტიკსა“ და „ასტონ ვილაში“ გამოდიოდა და 2003 წელს ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

 გუნდი საშინაო მატჩებს 7000 კაციან სტადიონზე ატარებს. კლუბში ძირითადად ბულგარელი ფეხბურთელები თამაშობენ.

 

 "მონტანა" ბულგარეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილის ბოლოს წინა ადგილზეა 14 ქულით.

 

 მატჩის დაწყებამდე შემოგთავაზებთ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობას. წარმატებები ვუსურვოთ "მერანს".



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28