1 2 3 4 5
ამხანაგური მატჩი პირველლიგელთან

 მარტვილის "მერანი" მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს, როგორც იცით ჩვენმა გუნდმა ორი საკონტროლო მატჩი უკვე ჩაატარა, ხვალ კი რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს "მერანი" მარტვილში, მეტოქე ხარაგაულის "ჩხერიმელა" იქნება.

 

 მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჯერ მოსამზადებელ ეტაპს გადის და სპარინგ მატჩებს მართავს, საკმაოდ დიდია "მერანის" გულშემატკივრების ინტერესი აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით, ასე რომ ხვალ ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.

 

 "მერანი" - "ჩხერიმელას" შეხვედრა, ხვალ 22 იანვარს 15:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33