1 2 3 4 5
ამხანაგური მატჩი ამხანაგური ანგარიშით

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა მარტვილის "მერანმა", წინა შეხვედრის მსგავსად ჩვენი გუნდის მეტოქე დღესაც ქუთაისის "ტორპედო" გახლდათ.

პირველი ნახევარი აშკარად დაჯაბნეს მასპინძლებმა სტუმრები, რაც ანგარიშზეც აისახა და ტაიმი მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს მერანელებმა. თუმცა, რომ არა არაერთი ხელსაყრელი მომენტის განიავება, პირველ ნახევარშივე შესძლებდნენ თამაშის ბედის გადაწყვეტას მარტვილელები.

ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა, რადგან მხოლოდ ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა "მერანმა", თან ფეხბურთელების დიდი ნაწილი ახალწვეულები არიან და გუნდის შეთამაშებას და ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა აშკარად ჩანს რომ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯია და არსებული სურათი გვაძლევს იმედს იმისა, რომ "მერანი" ისევ გახდება მებრძოლი, ანგარიშგასაწევი გუნდი, რომელთანაც ყველა მეტოქეს გაუჭირდება თამაში.

ხიფათი კი მე-2 წუთზე შექმნეს მასპინძლებმა, ლაშა ჯღამაიამ "ტორპედოს" საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი და ერთი შეხებით, ეფექტურად ცდილობდა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრას, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

21-ე წუთზე კი ჩინებულად ითამაშა მერანელმა ნოდარ კიკნაველიძემ, მან ფლანგზე თანაგუნდელთან გაითამაშა კედელი და მეტოქის საჯარიმოში ბესიკ ჩიმაკაძეს გაუკეთა ზუსტი პასი, ჩიმაკაძეს ახლო მანძილიდან ხაინდრავამ არ გაატანინა.

28-ე წუთზე ისევ ჩიმაკაძე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, გოგოლიძის კარგი გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით აპირებდა ჩვენებური ანგარიშის გახსნას, თუმცა ამჯერადაც ვერ აჯობა "ტორპედოს" კიპერს.

"მერანი" მეტოქეზე ზეწოლას აძლიერებდა, გოლი მომწიფებული იყო და ტაიმის მიწურულს ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნეს მარტვილელებმა ანგარიში. მრავალსვლიანი კომბინაცია კიკნაველიძემ წამოიწყო, მან ხაბელაშვილი ჩართო შეტევაში, რომელმაც მეურვე სისწრაფეში დაჯაბნა და "ტორპედოს" საჯარიმოში დაჰკიდა ბურთი, სადაც მონაცვლებოთ რამდენიმე "მერანელი" დაემუქრა ხაინდრავას კარს, საბოლოოდ ვაკო გოგოლიძეს მიუვიდა ბურთი და ვაკომ ტექნიკური და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა 1-0.

ტაიმის მიწურულს საკმაოდ უხეშად ითამაშეს გოლის ავტორის წინააღმდეგ სტუმრებმა და გოგოლიძე შესაცვლელი გახდა, როგორც შემდგომში გაირკვა, საბედნიეროდ მერანელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მწვრთნელებმა შემადგენლობები შეცვალეს და ამან თამაშზეც შეიტანა გარკვეული კორექტივები, რადგან მეორე ნახევარში "მერანის" რიგებში ფეხბურთელთა იმ შემადგენლობამ ითამაშა, რომელთა ნაწილი გუნდში სინჯებზე იმყოფება. აქიდან გამომდინარე, თუ პირველ ნახევარი "მერანის" კარნახით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმში რადიკალურად შეიცვალა სურათი და უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. 67-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ზაურ გოგუაძემ ანგარიში გაათანაბრა, მან საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო ასევე შეცვლაზე შემოსულ სევოსტიანენსკოს 1-1.


მატჩის მიწურულს დათა ციცხვაიამ ორჯერ სცადა შორეული დარტყმით გაეტანა გამარჯვების გოლი, თუმცა ორივე დარტყმა უზუსტო გამოდგა. საბოლოოდ ამხანაგური მატჩი ამხანაგური ანგარიშით 1-1 დასრულდა.

მარტვილის "მერანი" თავის მომდევნო საკონტროლო მატჩს 22 იანვარს გამართავს მარტვილში. ჩვენი გუნდის მეტოქე ხარაგაულის "ჩხერიმელა" იქნება.

 

18 იანვარი. 15:00. მარტვილი. მ. ხურცილავა. ამხანაგური მატჩი

 

"მერანი" (მარტვილი) - "ტორპედო" (ქუთაისი) 1-1 (1-0)

 

"მერანი" : მამალაძე, მელიავა, გიორგაძე, ორბელაძე, კიკნაველიძე, ტეიდი, გოგოლიძე, ხაბელაშვილი, ჯიქია, ჯღამაია, ჩიმაკაძე.

 

შეცვლაზე შემოვიდნენ: სევოსტიანენკო, რუხაია, ციკოლია, ი. ციცხვაია, დ. ციცხვაია, გეგია, ფაილოძე, გაზდელიანი, კენჩხაძე, თოლორდავა, აშორტია, მოსულიშვილი, მოგელიძე, შენგელია.

 

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

 

"ტორპედო" : ხაინდრავა, ტაბატაძე, ნაცვლიშვილი, მირცხულავა, ბრეგვაძე, შინდაგორიძე, კლიმიაშვილი, საღრიშვილი, კვარაცხელია, ბაბუნაშვილი, კაპანაძე.

 

სათადარიგო: ქვილითაია, ფანცხავა, ქიმაძე, მამასახლისი, გოგუაძე, კუხიანიძე, ნერგაძე, ნიკოლოვი, კვერნაძე, წილოსანი, ტუღუში, ბურჯანაძე.

 

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

 

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

 



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25