1 2 3 4 5
რუსთაველებს ზუგდიდში ვუმასპინძლებთ

მოგეხსენებათ, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც „მერანი“ საშინაო მატჩებს ზუგდიდში, „ბაიას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ატარებს. 

ეროვნული ჩემპიონატის XXI ტურის შეხვედრას, მარტვილის „მერანსა“ და რუსთავის „მეტალურგს“ შორის განსჯის მსაჯთა ბრიგადა ო.ხეცაძის ხელმძღვანელობით. მას დაეხმარებიან ლაინსმენები: მ.ელიკაშვილი და ს.სპიცინი, ხოლო სათადარიგო არბიტრი გ.დოგრაშვილი იქნება. მატჩი 26 თებერვალს, კვირას 14 საათზე გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა, ქვემოქართლელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, სტუმართაგან თავი გიგა ჟვანიამ გამოიჩინა.

ტურის ანონსი: 
ზესტაფონი-სპარტაკი
დინამო-ბაია
ტორპედო-ვიტ ჯორჯია
სიონი-კოლხეთი
დილა-გაგრა

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
ვიტ ჯორჯია 12 23
ნ. დინამო 12 21
დინამო ბთ 12 20
გაგრა 12 20
შევარდენი 12 19
თელავი 12 18
ცხინვალი 12 17
მერანი 12 12
სამგურალი 12 11
შუქურა 12 5