1 2 3 4 5
"საუკეთესო გოლის" კონკურსის გამარჯვებული გახდა - იმედა აშორტია!

 ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით "საუკეთესო გოლი". პირველ წრეში მარტვილის "მერანის" მიერ გატანილ ოთხ გამორჩეულ გოლს შორის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ხმის მიცემით გამოვლინდა.

 

 ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა იმედა აშორტიას მიერ ლანჩხუთის "გურიას" კარში გატანილმა გოლმა, შესაბამისად გამარჯვებული სწორედ იმედა აშორტია არის. ვულოცავთ იმედას გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ საფეხბურთო კარიერაში.

 

 სეზონის ბოლოს ისევ ჩატარდება მსგავსი კონკურსი, სხვადასხვა ნომინაციაზე და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0