1 2 3 4 5
ბადრი კვარაცხელია: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „მერანი“ უმაღლეს ლიგაში დარჩეს".

      მარტვილის „მერანს“ კარგი პერიოდი არ უდგას, გუნდი რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და თითქმის დაუმარცხებელი იყო საკუთარ მოედანზე, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში არასტაბილურად გამოიყურება, რაც კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგზეც აისახა. მარტვილელებს მე-9 ტურის თავზე მხოლოდ 3 ქულა აქვთ, თუმცა არსებულ ვითარებას თავისი მიზეზებიც აქვს, მთავარი მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ გუნდმა ჩემპიონატის დაწყებამდე ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ვერ შესძლო, წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობას გუნდის დატოვება მოუწია ფინანსური კუთხის გამო და შეიძლება ითქვას ფაქტიურად ახალი გუნდი შეიქმნა დუბლების, ჭაბუკთა ლიგის და რამდენიმე ახალწვეული ფეხბურთელებისგან. “მერანს” მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თუ რა მდგომარეობაა გუნდში და რა ცვლილებებია მოსალოდნელი, ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით.

 

 - „მართალია გუნდში ახალი მოსული ხართ, მაგრამ მცირე დროც საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ გუნდში არსებულ პრობლემებზე, რაში ხედავთ გამოსავალს?“


 - "პრობლემებს რა გამოლევს საქართველოში, ისევე როგორც სხვა გუნდებს, მარტვილის „მერანსაც“ აქვს პრობლემები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდმა ფარ-ხმალი უნდა დაყაროს, საუბარს „საპოვნელასთან“ მატჩით დავიწყებ, სადაც „მერანმა“ ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, რაც ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა დიდი დანაკლისი. ჯერ ავიღოთ „შუქურასთან“ მატჩი სადაც გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა სამწუხაროდ იმ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გაგვიძევეს, ასევე ყვითელი ბარათი მიიღო შალიკაშვილმა, რომელსაც გაფრთხილებები დაუგროვდა და გამოტოვა მომდევნო შეხვედრა და დუბლების შეხვედრაში გაძევებული იქნა პაჭკორია. პასუხისმგებლობას კი არ ვიხსნი, უბრალოდ ეს ყველაფერი, რომ გავლენას იქონიებდა შემდეგ თამაშზე ცხადი იყო.. აქიდან გამომდინარე მოგვიწია როტაცია, ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით იმ დასახული ამოცანის შესრულება რაც გვქონდა. ახლა მთავარია „ლოკომოტივთან“ მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება, „ლოკომოტივთან“ მოგებას უდიდესი მნიშნელობა აქვს, როგორც შედეგისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის საკუთარ თავში ძალები, რომ ირწმუნონ. „მერანში“ ახალი მოსული ვარ და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ძირეული ცვლილებები მომხდარიყო, თუმცა ვცდილობ გუნდში შევქმნა ისეთი ატმოსფერო რომ გამარჯვებულის მოტივაცია ჰქონდეთ ფეხბურთელებს, შეთამაშდნენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. ბევრი სამუშაოა, “შუქურასთან“ მატჩი ვახსენეთ და გამარჯვებას თუ არა ფრეს მაინც ვიმსახურებდით ამ შეხვედრაში, მაგრამ შეცდომის გამო მივიღეთ ბოლო წუთზე გოლი, „საპოვნელასთანაც“ იყო შეცდომები.."

 - „ამ კონტიგენტით, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაგიჭირდებათ ფაქტია და თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას ახლო მომავალში.“


 - „აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება ყველა რგოლში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდი მთლიანად შეიცვლება, საჭიროა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, ერთ პოზიციაზე უნდა იყოს ორი ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ვინც დაიმსახურებს ის ფეხბურთელი დაიცავს გუნდის ღირსებას, ვინც უფრო მეტს იშრომებს და შედეგიანი იქნება ის ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სამწუხაროდ არ მყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომ შეცვლაზე შემოვუშვა და თამაში ამინდი შეცვალოს, ლიდერის როლი რომ იკისროს. თუ გვინდა რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ, ახალი სისხლია საჭიროა და მეორე წრისთვის ასეც მოხდება. დუბლშემადგენლობიდან, ჭაბუკთა ლიგიდან გვყავს ჩვენ ნიჭიერი პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ჯერ ადრეა ამ ბავშვებს ასეთი დიდი ტვირთი ავკიდოთ, რა თქმა უნდა გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც გამოგვადგებიან და ვნახოთ, ყველაფერს გვიჩვენებს მომავალი“.



 - "სანამ „მერანში“ მოხვიდოდით სამუშაოდ, ლანჩხუთიას „გურიას“ მთავარი მწვრთნელი იყავით, თუმცა ძალიან ცოტა ხნით. შეგიძლიათ გვითხრათ რა მოხდა მაშინ?“

 - „იცით რა, მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომ ორი თვით მივიდე გუნდში სამუშაოდ, აი დღეს „მერანში“ ვარ და ჩემთვის ერთ თვეში შედეგი რომ მოეთხოვათ არ მოვიდოდი, მე ვიცი ეს გუნდი, შესწავლილი მაქვს და მქონდა საუბარი რა თქმა უნდა გუნდის ხელმძღვანელობასთან, მაქვს ჩემი ხედვა და გეგმა, ამისთვის დროა საჭირო და ერთი და ორი თამაშით არ შეიძლება მოხდეს ანალიზი. ვფიქრობ რომ „გურიას“ შემთხვევაში მე და იმ გუნდის პრეზიდენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგამ საბოლოო ჯამში ასე მოხდა. „მერანში“ მოვედი იმისთვის, რომ დასახული მთავარი ამოცანა შევასრულო, ამისთვის დროა საჭირო და შედეგიც აუცილებლად მოვა. მე აქ ძმაკაცობით და მეგობრობით არ მოვსულვარ, ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გადარჩენაა და თუ ეს ვერ შევასრულე ავდგები და წავალ. გუნდის ხელმძღავნელობიდან ხელშეწყობა არის, აქ არის იმის პირობები გუნდმა ივარჯიშოს, დაისვენოს, ახლა იდეალური მდგომარეობა საქართველოში არსად არ არის, მაგრამ ის პირობები რაც „მერანს“ აქვს, არ ასახავს გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს, დღეს „მერანი“ არ უნდა იყოს ბოლოსწინა ადგილზე, მაგრამ როგორც გითხარით ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ გუნდი წარმატებული გახდეს და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწიოს“.


- "და ბოლოს, უახლოესი მატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ გაქვთ, როგორი განწყობაა გუნდში?"

 - „ მე დავესწარი „ლოკომოტივი“ – „საბურთალოს“ მატჩს, იცით რომ ახალი მწვრთნელი ყავს „ლოკომოტივს“ და აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწიეს, ეს მუხტი თითქმის ყველა ახალმა მწვრთნელმა გამოიყენა ჩემს გარდა და იმედია ჩვენს შემთხვევაში სწორედ „ლოკომოტვთან“ გატყდება ნავსი „მერანის“ სასარგებლოდ. კარგი ძლიერი გუნდი ჩამოდის გამოცდილი ფეხბურთელებით, მათ შორის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებიც არიან, ასე რომ სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა ჩვენ მთავარია ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ვინც უფრო მეტს მოინდომებს და მეტი ჟინი ექნება ის გუნდი გაიმარჯვებს, ძალიან გვჭირდება გამარჯვება და იმედი მაქვს ასეც მოხდება, რაშიც საშინაო არენა და ჩვენი ერთგული გულშემატკივარიც დაგვეხმარება.“

 

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15