1 2 3 4 5
მარცხიანი დღე

დღეს ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა მარტვილის "მერანმა", ამჯერად ჩვენი გუნდი "ბაიას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ზუგდიდის "ბაიას" სამწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში გოლები ეხვაიამ და ტყემალაძემ გაიტანეს.

“მერანის” შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
შეროზია, ჟვანია, იობაშვილი, გეგეჭკორი, სუხიაშვილი, დიდავა, ე.გრიგალაშვილი, ვართაგავა (ფონიავა, 75), ჩალაძე, ამბროლაძე (ტორაძე, 60), ტაპე.

"მერანმა" მეორე შემაგენლობითაც გამართა ტესტ-მატჩი. არჩილ ჩხაბერიძის გაწვრთნილი გუნდი გრიგოლეთს ეწვია, სადაც სეზონისწინა მზადებას სომხეთის ჩემპიონი, ერევნის “ულისესი” გადის და სევადა არზუმანიანის გუნდთან 0:3 წააგო.

 
“მერანის” საამმატჩო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
შენგელია (ჯიქია, 46), შანგუა, მელიავა, კიკალიშვილი (ეჟიშვილი, 60), მჭედლიშვილი, წოწორია, ჯღამაია, წულაია, ქაჯაია, პაპავა (გეგია, 75), ტორონჯაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩს "მერანი" 19 თებერვალს, სტუმრად ბოლნისის "სიონთან" გამართავს.

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33