1 2 3 4 5
ტორპედო-მერანი 1:2. ქუთათურები მანწკავას გარეშე დავამარცხეთ

მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ქუთაისის "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანს" შორის შედგა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მარტვილელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

მატჩის დებიუტში მერანელები გიგა ბოხუამ დააწინაურა, გამარჯვების გოლი კი კოტდიუარელმა ლეგიონერმა მუნინი ტაპემ გაიტანა, გამოიყენა რა ფონიავ
ას შესანიშნავი გადაცემა. მეტოქის რიგებიდან კი თავი თემურ ფარულავამ გამოიჩინა.

ამ თამაშში მონაწილეობა მიიღო მარტვილელთა ახალწვეულმა ლევან ვართაგავამ, რომელმაც სომხურ "ულისეში" გადასული ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი მანწკავა შეცვალა.

გუნდის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ "მერანის" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს გიორგი მანწკავას და ვუსურვოთ წარმატებები ცხოვრებაში.

10.თებერვალი.ქუთაისი,ბაზა

ტორპედო-მერანი 1:2

გოლები: 0:1 ბოხუა (10. ე.გრიგალაშვილის პასით), 0:2 ტაპე (68.ფონიავას პასით), 1:2 ფარულავა (71.თარხნიშვილის პასით)

ტორპედო: მიგინეიშვილი (46.ქვილითაია),ლემონჯავა (46.გურული), კვახაძე, გამეზარდაშვილი (46.ფარულავა), იოსელიანი (46.რიგვავა), ფეიქრიშვილი (69.ბოლქვაძე), ფირცხალავა (46.თარხნიშვილი), დიღმელაშვილი (46.კუხიანიძე), დოლიძე (46.დათუნაიშვილი), საბანაძე (71.ჯანელიძე), გოცირიძე (67.ქუცურუა)


მერანი: შეროზია, კაკუშაძე (65.გეგეჭკორი), იობაშვილი, კიკალიშვილი (65.მჭედლიშვილი), სუხიაშვილი (46.მელიავა), დიდავა, ე.გრიგალაშვილი (65.ფონიავა), ვართაგავა (46.წოწორია), ჩალაძე (46. ამბროლაძე), ტორონჯაძე (65.ტორაძე), ბოხუა (46.ტაპე)

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 15 38
ბახმარო 16 29
არაგვი 15 28
სამგურალი 16 23
ბორჯომი 16 23
საბურთალო 2 15 22
კოლხეთი 16 21
გორი 16 14
ბეთლემი 16 12
მეშახტე 15 9