1 2 3 4 5
"მერანის" ფეხბურთელების კომენტარები

გუშინ, ლანჩხუთის "გურიასთან"  2-0 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს "მერანის" ფეხბურთელებმა.

 

 ალექსანდროს პაპადოპულოსი:

  ძალიან მიხარია რომ, გავიმარჯვეთ და ამ წარმატებაში ჩემი წვლილი, რომ შევიტანე. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მატჩის მოსაგებად და შედეგმაც არ დააყოვნა. ახლა, მომდევნო თამაშზე უნდა ვიფიქროთ და "სიონთანაც" იგივე მონდომებით და შემართებით გავიდეთ მოედანზე. გუშინდელ თამაშს და გამარჯვებას კი ჩემი მშობლების ხსოვნას ვუძღვნი..

 

 იმედა აშორტია:

 პირველ რიგში "მერანის" ყველა გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას. ჩემს გოლს რაც შეეხება, პირველი გოლი იყო უმაღლეს ლიგაში და მოხარული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშზე მოვახერხე თავის გამოჩენა. იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ მოვიგებთ და გავახარებთ ჩვენს ერთგულ ქომაგებს..



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0