1 2 3 4 5
გამარჯვების მოლოდინში

 ხვალ, 26 სექტმბერს, "მერანი" მარტვილის, მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.

 

 ამ მატჩისთვის ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გურულებმა, მათი გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგის გამო მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი დაითხოვეს, მისი ადგილი ბადრი კვარაცხელიამ დაიკავა, რაც შეეხება "მერანს", მარტვილის გუნდში უფრო მძიმე მდგომარეობაა შედეგიანობის მხრივ, თუმცა სტუმრებისგან განსხვავებით ლობასმა თავად მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელის თანამდებობა დაეტოვებინა და გურულებთან მატჩში "მერანელებს" გალაქტიონ ჭუბაბრია უხელმძღვანელებს.

 

 "მერანს" ჯერ ქულა არა აქვს მიმდინარე ჩემპიონატში და "გურიასთან" შეეცდებიან მარტვილელები ამ ნავსის გატეხვას. საბრძოლო განწყობაა გუნდში და საინტერესო, დაძაბული მატჩის წინ გამარჯვების მოლოდინი დიდია, რაშიც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერას.

 

 "მერანი" - "გურიას" შეხვედრას გ.დოგრაშვილი განსჯის, რომელსაც ი.მაჩიტიძე, ი.კაკაბაძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან. შეხვედრა კი 26 სექტემბერს 16:00საათზე დაიწყება.

 

 წარმატებები ჩვენს ბიჭებს !



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 28 66
სამგურალი 28 53
არაგვი 28 49
ბახმარო 28 45
საბურთალო 2 28 40
ბორჯომი 28 35
გორი 28 31
ბეთლემი 28 29
კოლხეთი 28 26
მეშახტე 28 25