1 2 3 4 5
ლობასი წავიდა

  მარტვილის "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ლობასმა პოსტი დატოვა. მის ადგილს დეკემბრამდე, ადგილობრივი მწვრთნელი; გალაქტიონ ჭუბაბრია დაიკავებს.

 

 ლობასი მარტვილურ გუნდს შარშან ჩაუდგა სათავეში და მაშინაც კრიზისულ მდგომარეობაში იყო "მერანი", თუმცა უკრაინელმა გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენა შესძლო. ახალ სეზონში კი "მერანს" ფინანსური კრიზისი და სხვადასხვა პრობლემები მოეძალა, გასაგები მიზეზების გამო მთლიანად შეიცვალა გუნდის შემადგენლობა, რამაც ავტომატურად იქონია გავლენა გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე, უკრაინელმა გადაწყვეტილება მიიღო მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა.

 

 "მერანს" ლანჩხუთის "გურიასთან" გალაქტიონ ჭუბაბრია გაიყვანს, როგორც მოგეხსენებათ "მერანელებს" ჯერ გამარჯვება არა აქვთ მიმდინარე ჩემპიონატში და სწორედ "გურიასთან" აპირებენ მარტვილელები პირველი სამი ქულის აღებას და წარმატებულ სვლას.

 

 საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" მადლობას უხდის ვლადიმერ ლობასს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15