1 2 3 4 5
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დღეს დაიწყება

 

 XXVII ჩემპიონატის პირველი ტური ორი მატჩით იწყება - ”ჩიხურა” ივანწმინდაში თბილისის ”ლოკომოტივს” მიიღებს. ”ცხინვალი” კი ”საბურთალოს”, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

 

 რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრებს, როგორც მოგეხსენებათ მარტვილის ”მერანი” ეროვნულ ჩემპიონატში ხვალ ჩაერთვება, მარტვილელები სტუმრად, ქუთაისის ”ტორპედოსთან” ითამაშებენ.

 

 დანარჩენი მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:

 

“დინამო”(თბილისი) – “საპოვნელა”(თერჯოლა) (თბილისი, დინამო არენა, 20:00)

 

“გურია” (ლანჩხუთი) – “სიონი” (ბოლნისი) (ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:00)

 

“სამტრედია” (სამტრედია) – “შუქურა”(ქობულეთი) (სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”, 17:00)

 

“დილა” (გორი) – “კოლხეთი” (ფოთი) (გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 17:00)

 

“დინამო” (ბათუმი) – “ზუგდიდი” (ზუგდიდი) (ქობულეთი, “ჩელე არენა”, 17:00)



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32