1 2 3 4 5
”მერანმა” ”ლიახვთან” შეხვედრა ბოლო წუთზე დათმო

 დღეს, მარტვილის ”მერანმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ურეკში. მეტოქე ცხინვალის ”ლიახვი” გახლდათ. პირველ ნახევარში ღიბრაძემ გახსნა ანგარიში საჯარიმო დარტყმით. გაშვებული გოლის შემდეგ ”მერანელებმა” შეტევა გააძლიერეს და ამან შედეგიც გამოიღო, ხორგუაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, თავად დაზარალებულმა შეასრულა უზადოდ და სტატუსკო აღადგინა.

 მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ საკუთარი გუნდის დაწინაურება, თუმცა ბოლო წუთებამდე არაფერი შეცვლილა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ბარბაქაძემ შესძლო გამარჯვების გოლის გატანა.

 დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ”მერანის” 17 წლის ნახევარმცველი ლევან წოწონავა, რომელმაც არაერთ კარგ კომბიანაციაში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო გახლდათ.

 

 ”მერანი” ეროვნულ ჩემპიონატში 14 აგვისტოს ჩართვება, 14 აგვისტოს ჩვენი გუნდი სტუმრად, ქუთაისის ”ტორპედოს” დაუპირისპირდება.

 ”მერანის” შემადგენლობა დღევანდელ მატჩში: ზარქუა, (სევასტიანენკო), რუხაია, ი.ციცხვაია (წურწუმია), შალიკაშვილი, გეგია, კუტალია (კიტოვანი) (ფაილოძე), ხორგუაშვილი, ჯღამაია (გვაზავა), ციკოლია (სერგეი კოტი), ბროლაძე (დ.ციცხვაია), წოწონავა.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32