1 2 3 4 5
დასანანი მარცხი ”ცხინვალთან”

 დიდი ხნის პაუზის შემდეგ მარტვილის ”მერანი” საშინაო არენას დაუბრუნდა, სადაც სრული ანშლაგი იყო დღეს. საკუთარ რაიონში ფეხბურთს მონატრებული ”მერანის” გულშემატკივარი მრავალრიცხოვანი გახლდათ ტრადიციულად. მატჩს ფრიდონ ინჯია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, დიმიტრი სანაკოევი და სხვა ცნობილი ადამიანებიც დაესწრნენ. ბატონმა ფრიდონმა, რომლის დამსახურებაა, რომ დღეს მარტვილში ფეხბურთი არსებობს. სიტყვით მიმართა სტუმრებს და ადგილობრივ გულშემატკივრებს. სხვა სიახლეებთან ერთად, როგორც ცნობილი გახდა მარტვილის ცენტრალური სტადიონი ამიერიდან ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მურთაზ ხურცილავას სახელობის იქნება. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და დამსწრე საზოგადოებამ თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ”მერანის” ფეხბურთელის პაპუნა ფონიავას მამის ხსოვნას და თამაშიც დაიწყო.

 

 პირველ ნახევარში ”მერანის” უპირატესობა აშკარა იყო და არაერთი საგოლე მომენტში შექმნეს მასპინძლებმა, ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულ საბა ლომიას შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, 34-ე წუთზე კი გიგა წურწუმიას ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა ანგარიშის გახსნის, თუმცა მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი სანტიმეტრებში აცდა გიორგი ნადირაძის კარს.
სტუმართაგან ასევე შეეძლოთ თავის გამოჩენა პირველ ნახევარში მარკოზაშვილს და შინდაგორიძეს, ცერცვაძის პასის შემდეგ მარკოზაშვილს მიზანმა უმტყუნა ტაიმის დასაწყისში, შინდაგორიძეს მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილმა ბურთმა კი”მერანის” ზედა ძელს ახლოს ჩაუქროლა.

 

”მერანმა” გოლის გატანა შესძლო, თუმცა გეგეჭკორის მიერ გატანილი გოლის დროს მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და მასპინძეთაგან დიდი პროტესტიც არ მოჰყოლია.
ნათქვამია ”არ გაიტან, გაგიტანენ” და სწორედ ეს დაუწერელი კანონი ამოქმედდა მატჩის 41-ე წუთზე, როცა მაპინძელთა დაცვის მოდუნებით ისარგებლა მარკოზაშვილმა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა 0-1.
მეორე ნახევარში ლობასმა აკაკი შულაია შემოიყვანა მოედანზე, ”მერანელი” საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში და მისი მონაწილეობით სახიფათო ეპიზოდებიც შეიქმნა ფლანგიდან, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ მარტვილელებს. ”ცხინვალმა” კი ანგარიშიდან გამომდინარე უფრო დაცვიდან დაიწყო თამში და საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებიც განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს შინდაგორიძემ შეძლო თავის გამოჩენა 0-2.

 

მეორე გოლის შემდეგ უფრო მეტი ძალებით შეუტიეს მასპინძლებმა და თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ”ცხინვალმა” დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა და საკუთარი კარის მშრალად შენახვა შესძლო.

 

1 მარტი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონი. 15:00

 

”მერანი” - ”ცხინვალი” 0-2 (0-1)

 

”მერანი”:მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი,ორბელაძე, კიკნაველიძე, ქიქავა(დ.ციცხვაია,60), წყაროზია, გეგეჭკორი, კუშნირი(ჯღამაია,60), წურწუმია(შულაია,46), ლომია.

სათადარიგოები: ბეგაშვილი,პეტავა,ი.ციცხვაია, რუხაია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

 

”ცხინვალი”: ნადირაძე, იმედაშვილი, მარკოზაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი(რუხაძე,90),კილასონია, შინდაგორიძე, ჯიშკარიანი, ცერცვაძე, ივანიშვილი(ქარდავა,46).

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

 

გოლები: მარკოზაშვილი (41), შინდაგორიძე (57)

გაფრთხილება: ქარდავა (90+3)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4