1 2 3 4 5
მერანმა ბოლქვაძე და კოშკაძე დაიმატა

 ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით "გათამამებული" მარტვილელები საინტერესო სატრანსფერო ამბების მოლოდინით ცხოვრობენ და უმაღლესი ლიგისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან.


მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, მერანელებმა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართეს ქუთაისის "ტორპედოსთან". 

ეს გუნდები ორი კვირის წინაც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "მერანმა" მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამჯერად, ქუთათურებმა შინ რევანშის აღება მოახერხეს - ორივე ტაიმში თითოჯერ აიღეს სტუმართა კარი. 

27-ე წუთზე "სტანდარტი" გოგი ფიფიამ გამოიყენა, შემდეგ კი ექსმერანელი ალექსი ბენაშვილის უზადო გადაცემა ოთარ კვერნაძემ (67) აქცია გოლად.

ტორპედო: ბობღიაშვილი, ტაბატაძე, მახვილაძე, თოდუა, ადამაძე, მარკოზაშვილი, ჩაკვეტაძე, ელიავა, ჩიკვილაძე, ფიფია, კვერნაძე; შეცვლაზე შევიდნენ: თებიძე, ბაბუნაშვილი, ჭედია, ბენაშვილი, კვასხვაძე, ქებურია, ჯოხაძე.


მერანი: მამალაძე, მელიავა, გეგეჭკორი, ბარბაქაძე, გეგია, ფონიავა, ციკოლია, შულაია, წულაია, ჩიმაკაძე, ციცხვაია; შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ლომაშვილი, დ. ბოლქვაძე, ქაჯაია, აშორტია, ფაილოძე.

"მერანის" მაისურით მეორე მატჩი ჩაატარა "მეტალურგიდან" გადმოსულმა ბესიკ ჩიმაკაძემ, დებიუტი ჰქონდა "ჩიხურადან" გადმობარგებულ ვაჟა ლომაშვილს; ასევე, გუნდს შეუერთნენ გორის "დილას" შემტევი ნახევარმცველები - 33 წლის დავით ბოლქვაძე და 32 წლის ალექსანდრე კოშკაძე

როგორც კლუბში ამბობენ, მათი მიზანია გამოცდილი და ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთამაშება და კონკურენციის გაზრდით ხარისხის ამაღლება. საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულებულა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე გამოცდილ მოთამაშესთან და ეს საკითხიც დღე-დღეზე გადაწყდება.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას "მერანი" 23 ივლისს, "სამტრედიასთან" გამართავს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28