1 2 3 4 5
ალექსი ბენაშვილი: მარტვილის "მერანი" დავტოვე, მადლობა გუნდს ნდობისთვის!

 

   "ზესტაფონიდან" წასული ალექსი ბენაშვილი ტრავმის გამო ნახევარი წელი უგუნდოდ იყო. 25 წლის ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 19 წლისა კი, სანამ დაშავდებოდა, "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის ლამის შეუცვლელი წევრი იყო. 

2013 წლის 4 მაისს საჩხერის "ჩიხურასთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვიდრე "მერანში" მივიდოდა, ბენაშვილი არსად გამოჩენილა. "მერანში" კი წლეულს ზურაბ იონანიძემ მიიწვია, იმ დროისთვის მარტვილელთა ახალმა მწვრთნელმა, ვინც იცნობდა და ენდობოდა. 

ბენაშვილმა ფორმა აღიდგინა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა... მაგრამ ექსზესტაფონელი უკვე ახალ კლუბს ეძებს: 

"სამწუხაროდ, "მერანი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მარტვილელებთან კონტრაქტი მეც დამიმთავრდა. თავისუფალი აგენტი გავხდი და გუნდი დავტოვე, თუმცა "მერანს" მადლობა უნდა გადავუხადო, ნდობა რომ გამომიცხადეს და ფორმის აღდგენის საშუალება მომცეს. 

წლეულს 11 შეხვედრა ჩავატარე და ვგრძნობ, იძულებითი პაუზის შემდეგ კონდიციები აღვიდგინე". 

ბენაშვილი ზოგადად "მერანზეც" გველაპარაკა: 

"გუნდის წარუმატებლობაზე გული ძალიან დამწყდა. მწვრთნელები, ზურაბ იონანიძე და შალვა ღონღაძე, ბევრს მუშაობდნენ, ლიგაში ადგილი რომ შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი იყო, რადგან სეზონის განმავლობაში გუნდს მარტვილში ერთხელაც არ უთამაშია. 

ხან სამტრედიაში ვიყავით "მასპინძლები", ხან ქობულეთში, რამდენჯერმე კი - ქუთაისში და მცხეთაშიც კი. გამუდმებული მგზავრობის პირობებში ნორმალურ დასვენებასა და აღდგენას ვერ ვახერხებდით. ასე ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა. 

არადა, "მერანში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. იმედია, ახალი სეზონიდან გუნდს შეინარჩუნებენ, ეს ბიჭები რომ არ დაიკარგონ".

ბენაშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან: 

"მერანიდან" ჩემი წასვლის ამბავი ჯერ არავინ იცის. თავადაც არავის დავკავშირებივარ, მაგრამ უიმედოდ არ ვარ. 6-თვიანი შესვენების შემდეგ ცუდი სეზონი არ ჩამიტარებია და, ალბათ, რომელიმე კლუბი დაინტერესდება".



გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0