1 2 3 4 5
ტორპედო-მერანი 5:1

 

  უმაყურებლო მიხეილ მესხის სტადიონზე დასრულდა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის ქვედა ექვსეულის მორიგი მატჩი. “ტორპედომ” “მერანს” “უმასპინძლა”.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ტორპედოელმა ოთარ კვერნაძემ გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა ქუთაისელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-40 წუთზე სხვაობის შემცირება ლევან გეგეჭკორმა შეძლო.

თუმცა 50-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ "ტორპედოს" ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 

77-ე წუთზე კვერნაძემ დუბლი შეასრულა. 85-ე წუთზე კი დუბლი უკვე მარკოზაშვილმა გაიფორმა. საბოლოოდ, შეხვედრა "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ტორპედო – მერანი 5:1 

18.04. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ტორპედო: როინ კვასხვაძე (კ), ხარაბაძე, თოდუა, ადამაძე, ჩადუნელი, ბერუაშვილი (ელიავა, 56), ჩიკვილაძე (გელაშვილი, 46), ოლეგ მამასახლისი, ლექვთაძე (სავჩენკოვსი, 74), მარკოზაშვილი, კვერნაძე.

მწვრთნელი: რეზო ძოძუაშვილი.

მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, ჩუკვურან რაფაელი (ხუბუა, 74), გაბუნია (კუჭუხიძე, 56), ჯოჯუა (ჯღამაია, 46), ფონიავა, გეგეჭკორი, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, ციცხვაია.

მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე.

გოლები: 1:0 კვერნაძე (14), 2:0 მარკოზაშვილი (33), 2:1 გეგეჭკორი (40), 3:1 ლექვთაძე (51), 4:1 კვერნაძე (77), 5:1 მარკოზაშვილი (82).

გაფრთხილება: ფონიავა (32), მელიავა (57), გეგეჭკორი (64). 

არბიტრი:: ოთარ ხეცაძე.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 20 44
არაგვი 20 39
ბახმარო 20 36
სამგურალი 20 32
ბორჯომი 20 29
საბურთალო 2 20 25
კოლხეთი 20 22
გორი 20 21
ბეთლემი 20 19
მეშახტე 20 15