1 2 3 4 5
ვიტ ჯორჯია – მერანი 1:0 არსენ ეს პენალტია!

  04.04. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 200 მაყურებელი


ვიტ ჯორჯია – მერანი 1:0 


გოლი: 1:0 კალანდია (69).


ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, გიორგი მჭედლიშვილი, წყაროზია (58.ღიბრაძე), დავლაშელიძე, მაისურაძე, სიჭინავა (90.ხვისტანი), ლობჯანიძე (83.კვირკვია), კორიფაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზ. ბერიძე


მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა (80.ჩხეტიანი), ჯოჯუა, ფონიავა, გეგეჭკორი, კუჭუხიძე, ბაბუნაშვილი, (56.ბენაშვილი), ციცხვაია (69.რაფაელო).
მთავარი მწვრთნელი: ზ. იონანიძე


76-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.


გაფრთხილება: ხუბუა (25), ლობჯანიძე (41), დავლაშელიძე (45), ღიბრაძე (61).


არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

 

დღეს „მცხეთა პარკზე“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი გაიმართა. „ვიტ ჯორჯიასა“ და „მერანის“ პაექრობა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყის წუთებში გოლის გატანის შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს კორიფაძემ და მელიავამ. მე-13 წუთზე ლევან გეგეჭკორის მიერ საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი ვიტელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა ხელზე, თუმცა ნონიკაშვილმა ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა. 39-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ თავით კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ტაიმის მიწურულს, კორიფაძის პასის შემდეგ, ნიკა სიჭინავამ ბურთი მიიღო, ერთი ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა “ცაციათი” ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაანიავა. 


შესვენების შემდეგ, მარტვილელთა საჯარიმოში ნიკა მაისურაძე ვლადიმერ ჯოჯუასთან ორთაბრძოლაში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კორიფაძემ ვერ გამოიყენა – ბურთი მამალაძემ მოიგერია. თუმცა, მასპინძლებმა მაინც გაიტანეს: ირაკლი ღიბრაძის ჩამოწოდებულს გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიშიც გახსნა.

 

დარჩენილი დრო „მერანმა“ შეტევებში გაატანა, უმწვავესი მომენტები შექმნეს ( ფონიავამ და კუჭუხიძემ), თუმცა სტუმრებს იღბალი და არბიტრი არ წყალობდათ. ალექსი ბენაშვილი მარცხენა ფრთიდან აწვიდა, ბურთი ლევან საბანაძემ აშკარად ხელით შეაჩერა. ყველა თერთმეტმეტრიანს ელოდა, თუმცა არსენ ნონიკაშვილმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, თამაში გაგრძელდა. არადა, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ბურთმა კი არ მოძებნა ხელი, არამედ ხელმა მოძებნა ბურთი.

 

ბოლოს მარტვილელები მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე, საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი “ვიტ ჯორჯიას” კართან ახლოს მდგომ ჯემალ გაბუნიას მიუვიდა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ძელს მოხვდა. „ვიტ ჯორჯია“ გოლს სასწაულებრივად გადაურჩა. შეხვედრაც აქ დასრულდა.

 

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33