1 2 3 4 5
მარტვილი დიდი ფეხბურთის მოლოდინში

დეკემბრის მიწურულს "მერანს" ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის გამართვა მოუწევს საკუთარ კედლები. ჩვენი გუნდი მომდევნო კალენდარულ შეხვედრას 18 დეკემბერს, (14:00 სთ) ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან,
 თბილისის "დინამოსთან" გამართავს. "მერანისა" და "დინამოს" დაპირისპირება სათავეს მიმდინარე წლიდან იღებს, მაშინ თბილისელებმა 2:1 იმარჯვეს.
უკვე საბოლოოდ გაირკვა 4 დეკემბერს გასამართი, მაგრამ მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო გადადებული მეთექვსმეტე ტურის ცენტრალური მატჩის გამართვის თარიღი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით "მერანისა" და "ზესტაფონის" დაპირისპირება, 22 დეკემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
მოკლედ მარტვილელებს წინ ძალიან საინტერესო პაექრობები ელის. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ "მერანს"...

პრესსამსახური




უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0