1 2 3 4 5
იონანიძის კომენტარი

 

 ზურაბ იონანიძემ მარტვილის "მერანი" მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩაიბარა.გუნდი 13 ქულით ბოლო ადგილზეა და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მოუწევთ ბრძოლა,რადგან ძირითადი ეტაპის დარჩენილი 4 შეხვედრაც რომ მოიგოს, პირველ ექვსეულში მაინც ვერ მოხვდება.
"მზადება 10 იანვარს დავიწყეთ. ფიზიკური დატვირთვები მარტვილში გვაქვს, ბურთთან ვარჯიშებს კი სამტრედიაში ვატარებთ.სამწუხაროდ კვლავ მოუმზადებელია მარტვილის სტადიონი,რომლის მოწესრიგებას დიდი სახსრები სჭირდება და ეს სახელმწიფოს გარეშე ვერ გაკეთდება.ამის გამო ვერც მეორე წრეში ვუმასპინძლებთ მეტოქეებს.
ფეხბურთელის კარიერა 4 წლის წინ დავასრულე.მწვრთნელობა მაშინაც მაინტერესებდა, თანაც ცნობილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მითამაშია და მგონია, რომ ეს გამოცდილება გამომადგება. გვერდში მყავს ვეტერანი ფეხბურთელი შალვა ღონღაძე და მიმაჩნია, რომ საქმეს ერთად კარგად გავართმევთ თავს.კარგად ვაცნობიერებ, თუ რა რთულ ვითარებაში ჩავიბარე გუნდი.რადგან მუშაობა დავიწყე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. მშიშარა ფეხბურთელობის დროსაც არ ვყოფილვარ და ეს თვისება მწვრთნელობაშიც გამომადგება"-ზურაბ იონანიძე.


აქვე ვთქვათ ისიც, რომ 26 იანვარს "მერანი" მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავს. ამჯერად ჩვენი გუნდი ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ სამტრედიაში გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0