1 2 3 4 5
ქუთაისელთა რევანში

თოვლის გამო გადადებული მატჩი ქუთაისში მშვენიერი ამინდის თანდასწრებით ჩატარდა. მეტოქეები შეხვედრას მობილიზებულნი შეხვდნენ, რადგანც ორივე მათგანმა ფაქტობრივად გაინაღდა

მეორე ეტაპზე გასვლა. თანაც თუ რეგლამენტს გავიხსენებთ, ვიცით, რომ ასეთ მატჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასე რომ ორივე გუნდისათვის შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ ქუთათურებს “მერანთან” ერთგვარი რევანში ჰქონდათ ასაღები, პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის.
თამაში სტუმართათვის მეტად არასასურველად დაიწყო. მათ უკვე არბიტრის სასტვენისთანავე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოცირიძემ ვეღარ მიუსწრო დოლიძის განივ გადაცემას. თუმცა რეზოს “ტორპედოს” ქომაგები დიდხანს არ ულოდინებია. მე-8 წუთზე მან დაჩი ფოფხაძის გადაცემას სწორი მიმართულება მისცა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. მარტვილელებმა გონს მოსვლა ვერც კი მოასწრეს, როდესაც საკუთარ კარში მეორე გოლ მიიღეს. ამ საგოლე სიტუაციაში მასპინძელთა ფლანგის მოთამაშეებმა იყოჩაღეს. თარხნიშვილმა მეტოქის შეტევა ჩაშალა, ბურთიანად წინსვლა განახორციელა, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შევიდა და გადაცემაც გააკეთა, რომელსაც ყველაზე დროულად დოლიძე გამოეხმაურა და ანგარისიც ორამდე გაიზარდა – 2:0. “მერანის” ფეხბურთელებმა პირველად მე-20 წუთზე დაარტყეს, როდესაც გრიგალაშვილი შორი მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მარტვილელთა მიერ შესრულებულ სტანდარტულ სიტუაციას ძლიერი დარტყმით ჩალაძე ასრულებდა, მაგრამ რიონისპირელთა კიპერი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თავის მხრივ მასპინძლებსაც ჰქონდათ რამდენიმეჯერ მეტოქის კარის დარაჯის შეწუხების მცდელობა, მაგრამ მესამე გოლის გატანა მათ ვერ მოახერხეს. ტაიმის მიწურულამდე დიღმელაშვილმა, დოლიძემ და დათუნაიშვილმა შეროზიას საიმედოობა შეამოწმეს, მაგრამ “მერანის” კიპერმა ამ შემთხვევაში მშვიდად და აუღელვებლად იმოქმედა.
მატჩის უკანასკნელი ნახევარი საათს მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მანმადე კი დიღმელაშვილმა და დათუნაიშვილმა კიდევ სცადს შორეული დარტყმებით თავის გამოჩენა, მაგრამ დათოს დარტყმა რიკოშეტით წავიდა და კარს ზემოდან გადაცდა. გიორგის დაბალ დარტყმულს კი შეროზია გაჭირვებით დაეუფლა. 63-ე წუთზე კი მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. “ტორპედოს” საჯარიმოში ჩალაძის წაქცევის გამო ხარიტონაშვილმა გურულს ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელსაც პირველ ნახევარში უკვე მიღებული ჰქონდა გაფრთხილება და იგი მოედნიდან გააძევეს. პენალტიეს ნიშნულთან მანწკავა მივიდა, რომლის დარტყმულს მიგინეიშვილი მშვენიერ ნახტომში მიწვდა და ბურთი მოიგერია. დამატებაზე ჯერ ტორაძე, ხოლო შემდეგ გრიგალაშვილი ცდილობდა გატანას, მაგარმ ორივე მათგანს მიგინეიშვილმა გატანა არ დაანება. ამ შემთხვევაში ქუთაისელთა კარის დარაჯმა უზადოდ იმოქმედა და გუნდი აშკარა გოლისაგან რამდენიმეჯერ იხსნა. ეპიზოდიდან 10 წუთი იქნებოდა გასული, როდესაც მან ამჯერად ტაპეს არ დაანება გატანა. აფრიკელ ფეხბურთელს ამ სიტუაციაში რეალური მომენტი ჰქონდა. თამაშის მიწურულს მასპინძლებმა რამდენიმეჯერ შეუტიეს მეტოქის კარს... მალე იოსელიანმაც გაისროლა მეტოქის კარისაკენ, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. 87-ე წუთზე კი მარტვილელებმა გოლის გატანა შეძლეს. მარცხენა ფლანგიდან მანწკავას ჩაწოდებულ ბურთს ტაპემ ზუსტად შეურჩია ადგილი _2:1.

14 დეკემბერი. ქუთაისი, ცენტრალური, 2500 მაყურებელი
ტორპედო - მერანი 2:1
გოლები: 1:0 გოცირიძე (8), 2:0 დოლიძე (13), 2:1 ტაპე (87).

“ტორპედო”: მიგინეიშვილი, გამეზარდაშვილი, ფოფხაძე, სევასტი თოდუა, გურული, ბოლქვაძე, გ. დათუნაიშვილი, თარხნიშვილი (კუხიანიძე, 82), დიღმელაშვილი, გოცირიძე (მეგრელაძე, 88), დოლიძე (იოსელიანი, 62).
სათადარიგოები: ფარულავა, ჯანელიძე, საბანაძე, ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“მერანი”: შეროზია, კაკუშაძე (მემარნიშვილი, 79), ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, დიდავა, მანწკავა, ე. გრიგალაშვილი, ამბროლაძე (ტორაძე, 57), ჩალაძე, ტაპე
სათადარიგოები: შალიკაშვილი, მელიავა, წოწორია, იატრო, შენგელია
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გამოუყენებელი პენალტი: მანწკავა (64)
გაფრთხილება: გურული (39), გურული (63), იოსელიანი (67), თარხნიშვილი (78).
გაძევება: გურული (63)
არბიტრი: დიმიტრი ხარიტონაშვილი (თბილისი)


სხვა მატჩების შედეგები:
ზესტაფონი-დინამო 5:1
დილა-კოლხეთი 0:0
ვიტ ჯორჯია-სიონი 4:1
სპარტაკი-მეტალურგი 0:1

საინფორმაციო სააგენტო — worldsport.ge



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0