1 2 3 4 5
დილა-მერანი 3:0

 

გორელებმა შეხვედრა იღბლიანად დაიწყეს, ისინი საწყის წუთებში დაწინაურდნენ: გოლის ავტორად ჩაგელიშვილის გადაცემის შემდეგ ქარქუზაშვილი მოგვევლინა. მატჩის 44-ე წუთზე საჯარიმოში შექმნილი

არეულობით კიდევ ერთხელ იხეირეს შიდაქართლელებმა, ამჯერად თავი დავით ჩაგელიშვილმა გამოიჩინა. შესვენებამდე მარტვილელებსაც ჰქონდათ მომენტები, თუმცა მათ მცდელობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. უნდა ითქვას, რომ სტუმართაგან უდავოდ საუკეთესო მარტვილელთა კარის დარაჯი ჯონი შეროზია იყო.

მეორე ნახევარში მერანელები გააქტიურდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი მანწკავას ძლიერად დარტყმული შეყილაძემ მოიგერია. მიმდინარეობდა 67-ე წუთი, როდესაც იმავე მანწკავამ საპირისპირო ფლანგზე უყურადღებოდ დატოვებული ტორაძე მოძებნა, ამ უკანასკნელის ახლა მანძილიდან დარტყმული ბურთი კარის ძელმა აისხლიტა.

ნათქვამია: ვერ გაიტან, გაგიტანენო... 89-ე წუთზე ვაჟა ნემსაძემ ჩინებული გადაცემა გაუკეთა ახლადშემოსულ გია თოდუას, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას „მერანი“ 14 დეკემბერს, სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს.


11. დეკემბერი. ქართლი 600 მაყურებელი 

დილა - მერანი 3:0

1:0. ქარქუზაშვილი (7. ჩაგელიშვილის პასით), 2:0. ჩაგელიშვილი (44), 3:0. თოდუა (89. ნემსაძის პასით)

”დილა”: შეყრილაძე, ო.გველესიანი, ბაქრაძე, ქარქუზაშვილი, ვალტერ ხორგუაშვილი, ჯოჯუა, პავლე ხორგუაშვილი, გოგინაშვილი (ნემსაძე, 86), ახალკაცი (ნოზაძე, 88), რაჟამაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გ.თოდუა, 86).

მთავარი მწვრთნელი: თემურ მახარაძე.


”მერანი”: შეროზია, კაკუშაძე, იობაშვილი, შალიკაშვილი, მელიავა (ქამუშაძე, 82), მემარნიშვილი (იატრო 46), მანწკავა, წოწორია, სამადაშვილი, ჩალაძე (ტორაძე, 66), ამბროლაძე.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.


გაფრთხილებები: ახალკაცი (42) - შალიკაშვილი (11), იობაშვილი (70).

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; ზ. ფიფია, ს. სპიცინი; ი. ურუშაძე.


პრესსამსახური

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0