1 2 3 4 5
ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0

 

 დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ორი მარტჩი, მცხეთაში, ადგილობრივმა "ვიტ ჯორჯიამ" მარტვილის "მერანს" 3:0 მოუგო. 

 

უფრო კონკრეტულად გოლების შესახებ: 31-ე წუთზე, კორიფაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი “მერანის” კარის წინ ჩაჰკიდა, სადაც ყველას შოთა დავლაშელიძემ აჯობა და თავით დარტყმით უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა.

 

მეორე ტაიმში “ვიტ ჯორჯიამ” ტემპს უმატა და მეტოქე კიდევ ორჯერ დაამწუხრა. აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ილია პავლიაშვილი. 63-ე წუთზე პავლიაშვილს გატან შეეძლო, თუმცა “მერანის” კართან ახლოს მყოფმა, ბურთს ფეხი ააცილა. ამის მიუხედავად, თბილისელთა შეტევა გაგრძელდა და მარცხნიდან ჯანელიძემ კორიფაძეს უპასა, რომელმაც ბურთი მოწინააღმდეგის კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა – 2:0.

 

"ზუგდიდმა" კი, შინ ბოლნისის "სიონი" 2:1 დაამარცხა. 

 

29.08. მცხეთა. მცხეთა პარკი

 

ვიტ ჯორჯია  - მერანი  3:0 

 

გოლები: 1:0 დავლაშელიძე (31), 2:0 კორიფაძე (63), 3:0 კორიფაძე (73).

 

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, მჭედლიშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, ჯავაშვილი, წყაროზია (მაისურაძე, 77), დავლაშელიძე, კორიფაძე, ჯანელიძე (კ), სიჭინავა (პავლიაშვილი, 56), კუხალეიშვილი (ლობჯანიძე, 84).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

 

მერანი: შეროზია (კ), ფარულავა, ქარქუზაშვილი, ხუბუა, მელიავა, შოთა კერძევაძე, მელქაძე (ზ.ლობჟანიძე, 54), ბაბუნაშვილი, კვანტალიანი, შულაია (ფონიავა, 51), კუჭუხიძე.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

 

გაფრთხილება: კუხალეიშვილი (55), ჯავაშვილი (72).

 

მთავარი მსაჯი: ლ. სილაგავა



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15