1 2 3 4 5
სად გამართავს მერანი შეხვედრებს?

 

    მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.მალხაზ ჟვანიას გუნდი ჯერჯერობით მარტვილში ვარჯიშობს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, საქართველოს ზღვისპირეთში გადაინაცვლებს.

რამდენიმე დღის წინ "მერანის" ახალწვეულების სია გაგაცანით. შეგახსენებთ, მარტვილელებმა დაიმატეს მიხეილ ხარშილაძე, თემურ ფარულავა, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი მელქაძე დაშოთა კერძევაძეთითქოს ომარ გოგონაიას ტრანსფერიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ფოთის "კოლხეთის" ნახევარმცველი მარტვილში რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ ძველ კლუბს დაუბრუნდა. უახლოეს პერიოდში "მერანის" შემადგენლობაში, შესაძლოა, ახალწვეულები კიდევ გამოჩნდნენ.

"მერანი" დატოვეს მიხეილ მუჯირიშვილმა, ვალერი იობაშვილმა, თევდორე ლურსმანაშვილმა, გაგა გუგუნაშვილმა, მამუკა ტორონჯაძემ, ბერდია შარვაძემდა ბექა ზაქრაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "მერანს" მარტვილში საშინაო თამაშების ჩატარების უფლება შეუჩერა. სანამ სტადიონსა და მოედანს არ მოაწესრიგებს, კლუბმა მეტოქეებს სხვაგან უნდა უმასპინძლოს.

"გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ვერ გეტყვით, მოესწრება თუ არა მათი დასრულება ჩემპიონატის სტარტისთვის. თუ ვერ მოესწრო, დროებით სამტრედიაში ან ქუთაისში ვითამაშებთ. უფრო რეალური სამტრედიის ვარიანტია", - გვითხრა მალხაზ ჟვანიამ.

პირველ საკონტროლო მატჩს "მერანი" 13 ივლისს წყალტუბოს "სამგურალთან" გამართავს.

ლელო



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38