1 2 3 4 5
გივი დიდავამ მოთამაშის კარიერა დაასრულა

მომავალი სეზონისთვის მზადებას "მერანი" 24 ივნისს დაიწყებს. უკვე გაცნობეთ, რომ მარტვილური კლუბის ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა და სამწვრთნელო შტაბს შეუძლია, მოსამზადებელი ეტაპი მშვიდად დაგეგმოს.შეკრების პირველ ორ ეტაპს "მერანი" მარტვილში გაივლის, რის შემდეგაც საქართველოს შავიზღვისპირეთში გადაინაცვლებს - ან ურეკში, ან ქობულეთში. ჯერ უცნობია, ვისთან და როდის გამართავს "მერანი" საკონტროლო მატჩებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ იმ ფეხბურთელების ვინაობა შეგვატყობინა, რომლებიც გუნდიდან წავიდნენ და განხორციელებული და სავარაუდო ტრანსფერების შესახებაც გვესაუბრა.

"მერანიდან" წასული მოთამაშეების სია ასეთია: 

მეკარე: მიხეილ მუჯირიშვილი. 
მცველები: ვალერი იობაშვილი და თევდორე ლურსმანაშვილი. ნახევარმცველი: გაგა გუგუნაშვილი.
თავდამსხმელები: მამუკა ტორონჯაძე, ბერდია შარვაძე და ბექა ზაქრაძე.

საფეხბურთო კარიერა დაასრულა ვეტერანმა ნახევარმცველმა გივი დიდავამ, რომელიც საქმიანობას "მერანის" სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.

რაც შეეხებათ ახალწვეულებს: 

"მერანის" ღირსებას დაიცავს მეკარე მიხეილ ხარშილაძე, რომელმაც გასული სეზონი ფოთის "კოლხეთში" გაატარა; მარტვილური კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "კოლხეთის" კიდევ ორ ფეხბურთელთან, თემურ ფარულავასა და ომარ გოგონაიასთან და სავარაუდოდ, მათთანაც მიაღწევს შეთანხმებას; "მერანში" გადავიდა შოთა ბაბუნაშვილი, რომელსაც გულშემატკივართა წინაშე განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მას "ზესტაფონთან" კონტრაქტი ამოეწურა; მერანელია ასევე ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, რომელიც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად "ვიტ ჯორჯიადან" ახსოვთ, გასული სეზონი კი პირველლიგელ "სამტრედიაში" გაატარა; "სამტრედიიდან" "მერანმა" კიდევ ერთი შუახაზელი, შოთა კერძევაძე გადაიბირა.

შესაძლოა, "მერანში" გიორგი ქუცურუაც ვიხილოთ, რომელსაც არაერთი ქართული უმაღლესლიგური კლუბის ღირსება დაუცავს.ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "მერანში" გუნდის საუკეთესო ბომბარდირი საბა ლომია. როგორც იცით, იგი "ზესტაფონის" საკუთრებაა. თუ ლომია ვერ შეინარჩუნეს, მარტვილელები ახალი თავდამსხმელის ძიებას დაიწყებენ.

ჟვანიას თქმით, არც სხვა ტრანსფერების განხორციელებაა გამორიცხული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 24 48
ვიტ ჯორჯია 24 39
გაგრა 24 39
თელავი 24 38
ნ. დინამო 24 37
შევარდენი 1906 24 31
მერანი 24 27
ცხინვალი 24 25
შუქურა 24 23
სამგურალი 24 22