1 2 3 4 5
სპარინგ-მატჩი

 

სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონმა მორიგ ტესტ-მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს მარტვილის "მერანი" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩის მიწურულს თორნიკე მოსიაშვილის გატანილი გოლით ფოთელმა ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს.

რაც შეეხება სიახლეებს, ამ ეტაპზე ჩინეთის ერთ-ერთ კლუბში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით "მერანს" კვლავ დაუბრუნდება ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი. სხვა მხრივ კი, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 20 წლის კამერუნელ თავდასხმელ კრისთან, რომელსაც ამ დრომდე სამშობლოში და თურქეთის ქვედა ლიგებში უთამაშია.


მერანი-კოლხეთი 0:1

გოლი:მოსიაშვილი

„მერანი“: შეროზია, მელიავა, ქარქუზაშვილი, ხუმარაშვილი, გეგია, დიდავა, ბუკია, ნოზაძე, კუჭუხიძე, ტორონჯაძე, ლომია. 

შეცვაზე შევიდნენ: ბერია, ჯღამაია, თედო ლურსმანაშვილი, გაბისონია, სიჭინავა, შულაია, კრისი, ნინიკაშვილი.

„კოლხეთი“: ბუბუტეიშვილი, კილასონია, კრასოვსკი, ფარულავა, ლორია, გოგონაია, ჯანაშია, წაბრია, ქორჩილავა, კვანტალიანი, როსინი. 

შეცვლაზე შევიდნენ: გულუა, კაკულია, რუსია, ხოშტარია, სარსანია, ცხვიტარია, მოსიაშვილი ცაავა, ბარამიძე.


პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0