1 2 3 4 5
ნაკრებში სამი მერანელი

1 თებერვალს 19-წლამდელთა ნაკრები ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შეკრიბა. ეს მისი პირველი საწვრთნელი შეკრება გახლავთ. გუნდი სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდა და ორჯერად ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გადის. 

საწვრთნელ შეკრებაზე გია ცეცაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის სამი მერანელია: ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა და ცოტნე მონიავა. ეს უკანასკნელი დიდი ხნის შესვენების შემდეგ ნაკრებში ახალმა მწვრთნელმა კვლავ დააბრუნა.

წარმატებები ვუსურვოთ მარტვილელებსა და სრულიად საქართველოს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!

გამოძახებულთა სია სრულად:

გაბრიელ თებიძე, ზურაბ თევზაძე (ორივე "ჩიხურა", საჩხერე), ალექსანდრე ადამია, გიორგი ერისთავი (ორივე "გაგრა"), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო, ქუთაისი"), ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გია ნიკვაშვილი, ალექსანდრე კვარაცხელია (ყველა "დინამო", თბილისი), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა, ცოტნე მონიავა (ყველა "მერანი", მარტვილი), სანდრო წულუკიანი, სულხან კახიძე, გია ჩადუნელი (ყველა "კოლხეთი", ფოთი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია", თბილისი), ნიკოლოზ კვაჭანტირაძე (უკლუბოდ), რეზო ქიტიაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი (ორივე "მეტალურგი", რუსთავი), რომან ტაკიძე ("დინამო", ბათუმი), შოთა ბიწკინაშვილი (უკლუბოდ), ნიკოლოზ ქარელი ("დილა", გორი).


პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0