1 2 3 4 5
მარტვილის "მერანის" თავდასხმა ძლიერდება: საბა ლომია, გიორგი მეგრელაძე, კრისი

3 თებერვალს მალხაზ ჟვანიას გუნდი ფოთის "კოლხეთს" გაეჯიბრება, 12 თებერვალს კი "მერანი" ურეკში გაემგზავრება შეკრებაზე და მომდევნო სპარინგებს იქ გამართავს.

ჯერჯერობით კი "მერანი" მარტვილში ვარჯიშობს. გუნდის ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა სამწვრთნელო შტაბი კვლავ ახალგაზრდების დაწინაურებაზეა ორიენტირებული. 

უდავოდ "მერანის" წისქვილზე დაასხამს წყალს ის ფაქტი, რომ გუნდში დარჩება საბა ლომია, რომელიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 13 გოლით "მერანის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეგახსენებთ, ლომია "ზესტაფონის" საკუთრებაა და რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ივარჯიშა, მაგრამ ფეროელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მისთვის უმჯობესი იქნება, თუ სეზონს მარტვილელთა რიგებში ჩაამთავრებს.

"მერანს" შეუერთდა გიორგი მეგრელაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია დიდი ხანია, მის დაყოლიებას ცდილობდა და საბოლოოდ მეგრელაძემ დიდ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა.

"დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენს გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახლა წონაშია და ძველ კონდიციებამდე დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება. 

ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო ტურებში მეგრელაძეს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება, თუმცა ახლო მომავალში მისგან ბევრს ველი",
 - გვითხრა მალხაზ ჟვანიამ.

"მერანში" სინჯებზეა დავით სიჭინავა, ხოლო ნიგერიელი თავდამსხმელის, კრისისდამატება უკვე გადაწყვეტილია - მას "მერანმა" კონტრაქტი გაუფორმა. 

ცნობისთვის, კრისი 21 წლისაა და მარტვილელებთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა, ვარჯიშობს. მასთან ხელშეკრულების დადება კი, უეფას კანონმდებლობით, მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.

კრისი ერთ-ერთმა ქართველმა აგენტმა თურქეთიდან ჩამოიყვანა. ბოლოს იგი ერთ-ერთი იქაური დაბალი ლიგის კლუბში ასპარეზობდა. ათლეტური, ჯანიანი და ტექნიკური - ასე ახასიათებს ჟვანია ნიგერიელ ახალწვეულს. 

ვნახოთ, როგორ გაამართლებს "მერანის" თავკაცთა იმედებს კრისი.

"მერანის" ფინანსური მდგომარეობა კი უცვლელია - კლუბის ბიუჯეტი კვლავ მოკრძალებული, მაგრამ კვლავ სტაბილური იქნება. ასე რომ, მარტვილელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ - ჩემპიონატის ფინიშამდე ათი ტურით ადრე "მერანი" გასავარდნ ზონას ათი ქულით უსწრებს. საქართველოს თასის გათამაშებას ჟვანიას გუნდი უკვე გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0