1 2 3 4 5
იუბილარები: ფრიდონ ინჯია და მურთაზ ხურცილავა

 

 ბატონი ფრიდონ ინჯია იუბილარია. ჩვენი კლუბის პრეზიდენტს დღეს 67 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ბატონ ფრიდონს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და "მერანის" დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ იუბილარს.

 

ფრიდონ ინჯია დაიბადა მარტვილში, 1946 წლის 5 იანვარს. ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი – ხათუნა და ილია. სკოლის ოქროს მედალზე დასრულების შემდეგ მან სწავლა რუსეთში, ლენინგრადის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში განაგრძო. 1969 წლიდან ის ლენინგრადის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობდა, მოგვიანებით კი მოსკოვში გადავიდა, სადაც კავშირგაბმულობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა. 

1984 წელს ფრიდონ ინჯია საქართველოში დაბრუნდა, სადაც თავდაპირველად კავშირგაბმულობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. პირველ ეტაპზე, მთავარი ინჟინრის თანამდებობა ეკავა, მოგვიანებით კი წარმატებული საქმიანობისთვის დააწინაურეს და დირექტორის პოსტზე გადაიყვანეს. 1992-1998 წლებში, ინჯია კავშირგაბმულობის მინისტრი იყო. 1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი – მარტვილის მაჟორიტარი
დეპუტატი.


ფრიდონ ინჯია არაერთი სამეცნიერო ტიტულის მფლობელია: არის კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. 

სწორედ ფრიდონ ინჯიას სახელს უკავშირდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი ქსელების“ შექმნა და განვითარება. ეს კომპანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის პირველი კერძო ოპერატორია საქართველოში. „ახალი ქსელები“ 1996 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა. დაარსებიდან დღემდე, კომპანია მსოფლიოს წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობს და მომხმარებელს სერვისის ფართო სპექტრს სთავაზობს

ფრიდონ ინჯია ასევე გახლავთ:  საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების დარბაზის თავმჯდომარე, "ტეტე ჯგუფის" პრეზიდენტი, რომელიც აერთიანებს კავშირგაბმულობისა და დარგთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდის "მერანის" პრეზიდენტი. 

 

დღეს ასევე იუბილარია ლეგენდარული ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მასაც ვულოცავთ დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ცხოვრებაში.

 

მურთაზ ხურცილავა (დ. 5 იანვარი, 1943, სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე თბილისის „დინამოსა“ (1961-1975) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1975-1976). იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი და წევრი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1966 და 1970 წლების ჩემპიონატებში, ევროპის 1968 და 1972 წლების ჩემპიონატებში, ასევე 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე. 1998-99 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. 2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.

 

ამჟამად ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია.

 

"მერანის" პრესსამსახური

ფოტოზე: ფრიდონ ინჯია და მურთაზ ხურცილავა



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0