1 2 3 4 5
ფრე "არაგვთან": "არაგვი" - "მერანი" 1:1

 

    კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-12 ტურის მატჩი "მერანმა" თბილისში გამართა. "ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის" სახელობის სტადიონზე "მერანელები" დუშეთის "არაგვს" დაუპირისპირდნენ.

 

 ნომინალური მასპინძელი სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე-4 წუთზე "არაგვის" კაპიტანმა: ლევან ვარდიაშვილმა ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში - 1:0.

 

 "მერანმა" მეორე ტაიმის განახლებიდან 6 წუთში აღადგინა წონასწორობა. მარტვილელთა მალელი ლეგიონერის: სილას კარგი პასის შემდეგ, ამირან როხვაძემ "მოჭრილი" და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით თავისი გუნდისთვის ქულის მომტანი გოლი გაიტანა "არაგვის" კარში - 1:1.

 

 კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ორკვირიანი პაუზა იქნება და ჩემპიონატი 19 ოქტომბერს განახლდება. მე-13 ტურში "მერანი" საკუთარ არენაზე თბილისის "შევარდენს" მიიღებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 12 24
გაგრა (გაგრა) 12 20
სამგურალი (წყალტუბო) 12 19
სიონი (ბოლნისი) 12 17
მერანი (მარტვილი) 12 16
დინამო (ზუგდიდი) 12 15
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 12 15
რუსთავი (რუსთავი) 14 15
შევარდენი (თბილისი) 12 13
არაგვი (დუშეთი) 12 8