ღირსეული ჩემპიონები ჭყონდიდიდან!
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მარტვილის მერანი ეროვნულ ლიგა 2-ს დაუბრუნდა! დიახ, 2020 წელს, სამეგრელოს წარმომადგენელი გუნდი რანგით უფრო მაღალ ლიგაში იასპარეზებს. გია გიგატაძის გაწრთვნილებმა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური ჩემპიონატის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე გაიფორმეს, დღეს კი მერანმა ლიგა 3-ის გათამაშების ბოლო, 36-ე ტურის მატჩი გამართა საკუთარ არენაზე ბეთლემის წინააღმდეგ და გამარჯვებით მაჟორულ ნოტაზე დაასრულა წლევანდელი სეზონი.
გათამაშების ცხრილი
![]() |
მერანი | 36 | 82 |
![]() |
სამგურალი | 36 | 70 |
არაგვი | 36 | 61 | |
ბახმარო | 36 | 54 | |
საბურთალო 2 | 36 | 48 | |
კოლხეთი | 36 | 41 | |
გორი | 36 | 39 | |
მეშახტე | 36 | 39 | |
ბორჯომი | 36 | 39 | |
ბეთლემი | 36 | 38 |