1 2 3 4 5
„მერანი“ ლიდერთან დამარცხდა

    ეროვნული ლიგა 2-ის, XXVII ტურის შეხვედრა გამართა „მერანმა“ ქუთაისში. „რამაზ შენგელიას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ნომინალური მასპინძელი ბათუმის „დინამო“ გახლდათ, რომელიც სატურნირო ცხრილის სათავეშია.

 

 მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში „მერანელებმა“ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან, ანგარიში „დინამომ“ გახსნა ტაიმის მიწურულს. 44-ე წუთზე აჭარელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, გაბრიელ რამოსმა დააწინაურა „დინამო“-1:0.

 

 მეორე ნახევარში „მერანი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან ვანო კურდღელაშვილი, როცა ნიკოლოზ ხინთიბიძეს მიერ კარგი გადაცემის შემდეგ დაარტყა თავით კარში „მერანის“ შემტევმა, თუმცა ბათუმელთა გამოცდილმა კიპერმა, მიხეილ ალავიძემ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.
საბოლოო შედეგი შეცვლაზე შემოსულმა ამირან აბუსელიძემ დააფიქსირა-2:0

 

 „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის XXVIII ტურის მატჩს, სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს. ჩვენი გუნდი 18 ოქტომბერს, სტუმრად საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25