1 2 3 4 5
„მერანის“ ახალგაზრდულმა გუნდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა!

  დიდი ანგარიშით - 5:2 (!) გაიმარჯვა სტუმრად, მარტვილის „მერანის“ 19-წლამდე გუნდმა „ცხინვალის“ წინააღმდეგ. თბილისში, „შატილის“ სტადიონზე გამართულ მატჩში ყველა კომპონენტში დაჯაბნეს ცოტნე მონიავას შეგირდება ცხინვალელი თანატოლები და ეს უპირატესობა ანგარიშზეც აისახა.

 

 პირველი გოლი თამაშის მე-11 წუთზე ლადო ახალაიამ გაიტანა. 30-ე წუთზე მათე ქომეთიანმა ორამდე გაზარდა ანგარიში და პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს სტუმრებმა.

 

 მეორე ტაიმში კიდევ სამჯერ აიღეს „ცხინვალის“ კარი „მერანელებმა“. 53-ე წუთზე ლაშა სურმავამ, 63-ე წუთზე კი დავით ლომთაძემ გამოიჩინა თავი გოლით. მეხუთე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ლუკა შონიამ ჩაიწერა აქტივში.

 

 მასპინძლებმა პრესტიჟის გოლები შეხვედრის მიწურულს, 83-ე და 89-ე წუთზე გაიტანეს და საბოლოოდ მატჩი მარტვილელების გამარჯვებით 5:2 დასრულდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 23 53
არაგვი 23 45
ბახმარო 23 39
სამგურალი 23 38
ბორჯომი 23 32
საბურთალო 2 23 31
გორი 23 24
ბეთლემი 23 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 23 19