1 2 3 4 5
ფრე კონკურენტთან: „მერანი“ – „ცხინვალი“ 1:1

   ეროვნული ლიგა 2-ის, 26-ე ტურში მარტვილის „მერანმა“ საკუთარ არენაზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ უმასპინძლა და ახლოს იყო უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასთან, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ეს შანსი ხელიდან გაუშვა..

 

  მარტვილელებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. ვანო კურდღელაშვილის ჭკვიანური პასის შემდეგ, ნიკოლოზ ხინთიბიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, „მერანელმა“ სტუმართა კიპერს ცრუ მოძრაობით აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი -1:0.

 

 ხინთიბიძეს მალე დუბლის გაფორმებაც შეეძლო, რადგან გოლის გატანიდან ერთ წუთში, ისევ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა „მერანის“ შემტევი და კერესელიძეს თავზე გადაუგდო ბურთი, მაგრამ „ცხინვალის“ მცველმა ითამაშა დაზღვევაზე კარგად.

 

  კარგი მომენტები შექმნეს მეორე ნახევარში სტუმრებმაც და ერთ ეპიზოდში ნიკა წივწივაძის მიერ დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, დანარჩენ შემთხვევაში კი კახაბერ მეშველიანი იყო მოწოდების სიმაღლეზე.

 

  მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო კი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა „მერანელებისთვის“ საბედისწერო, რადგან 93-ე წუთზე „მერანის“ კარის მიმართულების დანიშნული საჯარიმო დარტყმის გათამაშების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის საჯარიმოში შეცვლაზე შემოსულ ლუკა ვარძელაშვილს მიუვიდა ბურთი და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

 

  „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 5 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 35 73
ვიტ ჯორჯია 35 62
გაგრა 35 55
ნ. დინამო 35 51
თელავი 35 48
შევარდენი 1906 35 43
სამგურალი 35 41
შუქურა 35 38
მერანი 35 36
ცხინვალი 35 33