1 2 3 4 5
"მერანის" მეტოქე - "სტალ მიელეცი"

 14 თებერვალს, მარტვილის „მერანი“, მოსამზადებელ შეკრებაზე მეოთხე საკონტროლო მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის ორგზის ჩემპიონი - „სტალ მიელეცი“ იქნება. გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს „მერანის“ მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ.

 

 სანამ „მერანის“ სპარინგ-მეტოქეს წარმოგიდგენდეთ, უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ „სტალ მიელეცს“ ერთხელ უკვე შეხვდა ჩვენი გუნდი. 2017 წლის 2 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე "სტალ მიელეცი“ – „მერანის“ მატჩი პოლონელების გამარჯვებით 4:0 დასრულდა, ასე რომ მიუხედავად ამხანაგური შეხვედრის სტატუსისა, „მერანელებს“ ხვალინდელ დაპირისპირებაში დამატებითი მოტივაცია ექნებათ რევანშის ასაღებად.

 

 „სტალ მიელეცი“ პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს. გუნდს 19 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს და 4 ქულით ჩამორჩება სატურნირო ცხრილის ლიდერს. კლუბის ისტორიას თუ გადავხედავთ, „სტალ მიელეცი“ ოფიციალურად 1939 წელს დაარსდა და ყველაზე წარმატებული პერიოდი 1973-1976 წლებში ჰქონდა, რადგან აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. 1976 წელს კი „სტალი“ პოლონეთის თასის ფინალში გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. პოლონეთის გუნდი, არსებობის ისტორიაში, 5 სეზონის განმავლობაში მონაწილეობდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა ჯგუფური ეტაპი არცერთ შემთხვევაში არ გადაულახავს.

 

 „სტალ მიელეცის“ შემადგენლობა გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. გუნდში ჰყავთ ლეგიონერები. ბრაზილიელი მცველები - ლეანდრო და დოსანტოსი, ხორვატი ნახევარმცველი - სოლჯიჩი, ბულგარელი მცველი - გრანჩოვი, სლოვაკი მცველი - დობროტკა და სლოვენიელი თავდამსხმელი - ჯერმანოვიჩი. მიმდინარე სეზონში „სტალ მიელეცის“ საუკეთესო ბომბარდირი პოლონელი ნახევარმცველი ჩოლევლიაკი გახლავთ 7 გატანილი გოლით. გუნდს 46 წლის პოლონელი სპეციალისტი - სმოლკა თავკაცობს.

 

 „მერანის“ მეტოქე რამდენიმე დღეა რაც თურქულ შეკრებაზეა. „სტალ მიელეცმა“ 12 თებერვალს, ყაზახეთის გუნდთან ითამაშა ამხანაგური მატჩი და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა მეტოქე.

 

 „მერანი“ – „სტალ მიელეცის“ შეხვედრა, სიდეში 14 თებერვალს გაიმართება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ჩვენს ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0