1 2 3 4 5
“მერანმა” ნავსი ვერ გატეხა

    “მეტალურგი” – “მერანი” 1:0

25 აგვისტო. რუსთავი. “ფოლადი”
მეტალურგი:
 ჰოსმანი, მახვილაძე, ჯაფარიძე (გავაშელიშვილი 46), რაზმაძე, დობროვოლსკი, სუხიაშვილი, მაისურაძე, განუგრავა (ქავთარაძე 61), ინწკირველი, ტატანაშვილი, სიხარულიძე (მიქაბერიძე 46)
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი


მერანი: შეროზია, ჟვანია, იობაშვილი, მჭედლიშვილი (გეგეჭკორი 61), ქარქუზაშვილი, დიდავა, ფონიავა (მელიავა 79), ნოზაძე, ამბროლაძე, ლომია, რეხვიაშვილი (ჩხეტიანი 71)
მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე


გოლი: 1:0 ტატანაშვილი (24)


გაფრთხილება: მიქაბერიძე (81)


მსაჯი: ლაშა სილაგავა

 


 

ერთადერთი ბურთი ცოტა უცნაურად გავიდა. უპირატესობას “მერანი” ფლობდა, მაგრამ “მეტალურგმა” შეაგდო. მარცხნიდან ირაკლი მაისურაძემ საჯარიმო მეკარის ბაქანთან ჩაჰკიდა და იქ თავით ყველას დიმიტრი ტატანაშვილმა დაასწრო. მანამადე, პირველი 20 წუთი სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ. დროის ამ მონაკვეთში, საბა ლომიამ ორი საუცხოო მომენტი გაანიავა: მე-10 წუთზე მისი ახლოდან დარტყმული, კარს ზემოდან გადსცდა, კიდევ 7 წუთში, მეკარე ივან ჰოსმანმა აუღო. ეს ჰოსმანი ხორვატი გახლავთ და “მეტალურგში” ამ ზაფხულს ჩეხური “ლიბერეცის” ახალგაზრდული გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა, 22 წლისა და 197 სანტიმეტრ სიმაღლისაა. ძალიან აქებენ. დღეს საქმე ბევრი არ ჰქონია, მაგრამ თავდაჯერებულად კი იქცეოდა, რაც დამცველებისთვის დიდი შეღავათია. საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი ხორვატი მეკარე – მარინ სკენდერი თამაშობს, მაგრამ გორის “დილას” კიპერი, ჰოსმანთან შედარებით, ძალიან გამოცდილია, 33 წლისა და როგორც იტყვიან, მეკარისთვის მოწიფულ ასაკშია.
დღევანდელ მატჩამდე, მეტოქეებს 3-3 ქულა ჰონდათ: თითო მოგება და ამდენივე წაგება. რუსთაველებს ჩვენი გულშემატკივარი კარგად იცნობს, “მეტალურგი” (“ოლიმპი”) ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლავთ. გასულ სეზონშიც, ლამის, ჩემიონები გახდნენ, ზეიმობდნენ კიდეც, მაგრამ სფფ-ის დებულების გაურკვევლობამ პირველობა “ზესტაფონს” მიაკუთვნა. აი, “მერნი” კი შედაებით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. პირველად მათ შესახებ ამ ორი წლის წინათ გავიგეთ. მაშინ, პირველი ლიგის მკვიდრი მარტვილის გუნდი, საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა და იქ “ვიტ ჯოჯიას” დიდი ბრძოლა გაუმართა. შარშან უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა. მათ სატრბახოც აქვთ, სწორედ ამ გუნდში დაიწყო კარიერა თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლედგენდარულმა კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ. თუმცა, მაშინ მას გეგეჭკორის “სალხინო” ერქვა. დღეს, “მერანი” საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია. მისი ფეხბურთელების უმეტესობა 1990 წლის შემდეგ დაბადებულები არიან. მაგრამ, მოვრჩეთ “მერანზე”, თორემ, მავანნი მარტვილელთა ლობისტად გამომაცხადებენ და ანათემას გადამცემენ. ეს პატარა ექსკურსი, ისე, ინფორმაციისთვის.
“მეტალურგს” “მერანისთვის” შარშან ოთხივე თამაში მოგებული ჰქონდა და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. ერთი კია, სტუმრებს მეორე ნახევარში დაღლა დაეტყოთ და თითქოს მოეშვნენ, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გაიბრძოლეს. რუსთაველთაგან კი, მაისურაძე და შეცვლაზე შესული გიორგი მიქაბერიძე გამოირჩეოდნენ.


კობა ჟორჟიკაშვილი: “ზესტაფონში გამარჯვების შემდეგ, “მერანთან” კონცენტრირება ბიჭებს თავიდან ცოტა გაუჭირდათ. ვამბობდით, რომ რთული თამაში გველოდა და ასეც გამოდგა. თანაც, მეტოქეებს შარშანდელი სეზონის შემდეგ ნავსის გატეხვა უნდოდათ და ეს დამატებითი მოტივაცია იყო მათვის. ვიგებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ვინერვიულეთ, რამდენიმე ხელსყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოოდ, უპირატესობა მაინც შევინარჩუნეთ და გავიმარჯვეთ”.


არჩილ ჩხაბერიძე: “პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი შესაძლებლობა შეგვექმნა, მაგრამ გამოუცდელობის გამო ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარის დასაწყისში ცოტა დავთმეთ, მაგრამ ბოლოსკენ ისევ გამოვცოცხლდით და შევუტიეთ. სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ.   

საინფორმაციო სააგენტო — WORLDSPORT.GE

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31