1 2 3 4 5
ახალი სეზონი ახალი იმედებით

 "სამტრედიამ" დიდ ჯიხაიშში მდებარე საკუთარ ბაზაზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. 

მასპინძლებმა სტუმრებს 55-ე წუთამდე სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს. თავი ერთმანეთის მიყოლებით გიორგი მელქაძემ და აკაკი დვალიშვილმა გამოიჩინეს. 

თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: ჯერ ახლად შემოსულმა ბექა ჩხეტიანმა შეამცირა სხვაობა, მოგვიანებით კი ნიკა დარჯანიამ გაიტანა ეფექტური გოლი. 

ვთქვათ ისიც, რომ "მერანი" გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. გაისინჯა რამდენიმე ფეხბურთელიც. 

სხვათა შორის, სამიოდე დღის წინ "მერანმა" შინ კიდევ ერთი პირველლიგელი, ხობის კოლხეთი მიიღო და 2:1 დაამარცხა.

გუნდი შეკრებაზე 24 ივლისს მიემგზავრება, სადაც 2-3 ტესტმატჩს გამართავს. რაც შეეხება მარტვილელთა ახალწვეულებს, ისინი დღედღეზე გააფორმებენ კონტრაქტს. 

მერანელთა მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ურეკში 10-დღიან შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა: ჯონი შეროზია, დავით ხარძეიშვილი, გიორგი ბერია, გიგა ჟვანია, გიორგი ქარქუზაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ლევან გეგეჭკორი, რომა კიკალიშვილი, კიჭი მელიავა, თედო ლურსმანაშვილი, გივი დიდავა, ნოდარ ნოზაძე, ცოტნე ბუკია, პაპუნა ფონიავა, გიორგი ჩიკვაიძე, გიორგი გაბისონია, ბექა ჩხეტიანი, მამუკა ტორონჯაძე, გიგა ამბროლაძე, გიგა ხარაბაძე, საბა ლომია, ლაშა კუჭუხიძე.

დიდი ჯიხაიში, ბაზა
სამტრედია-მერანი 2:2
სამტრედია: კეკელიძე, რუხაძე, გოგია, ჩხიკვაძე, ჟვანია, კერკვაძე, მელქაძე, რუხაია, გედენიძე, ბოხუა, ხაჭიპერაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბანძავა, კუპრეიშვილი, დვალიშვილი, ნინუა, კილაძე, იაგო დეისაძე, იაკობ დეისაძე, ახობაძე, კიკაბიძე, თელია.

მერანი: შეროზია, მელიავა, ტყებუჩავა, ქარქუზაშვილი, ხაჭიპერაძე, ბუკია, გოდერიძე, ჩიკვაიძე, ამბროლაძე, ნოზაძე, ლომია
შეცვლაზე შევიდნენ: ბერია, ჩხეტიანი, გაბისონია, დათუნაიშვილი, მონიავა, დარჯანია, აშორთია, შანგუა. 

 

ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0