1 2 3 4 5
„მერანის“ ნულოვანი ფრე „ცხინვალთან“

    „მცხეთა პარკზე“, ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩში, ნომინალური მასპინძლის სტატუსით, „ცხინვალმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა.რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ეროვნული ლიგის გათამაშების დასრულებამდე, მით უფრო განსაკუთრებული მონდომებით იღწვის ყველა გუნდი თავისი ამოცანის შესასრულებლად და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა „ცხინვალმა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სატურნირო ცხრილის ლიდერს.

 

 ორი განსხვავებული ტაიმი იხილა მცხეთაში გულშემატკივარმა, პირველ ნახევარში უფრო ცხინვალელები დომინირებდნენ და ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც „მასპინძლებს“ ჰქონდათ, როცა ჯერ „მერანის“ ახალგაზრდა კიპერმა ითამაშა დასწრებაზე კარგად, დამატებაზე კი თამაზ მაქაცარიას მიერ დარტყმული ბურთი, ჩვენი გუნდის გამოცდილმა კაპიტანმა, სერგი ორბელაძემ კარის ხაზიდან გამოიტანა.

 

 ამ მომენტამდე კი მარტვილელები დაემუქრნენ პროკოპენკოს კარს. ჯერ მეორე წუთზე ტრეტიაკს წამის მეასედით დაასწრო „ცხინვალის“ კარის დარაჯმა, შემდეგ კი ბენჟამინ ტეიდის უძლიერეს დარტყმას გადაეღობა უკრაინელი კიპერი. ტეიდმა მოგვიანებით საჯარიმოს მისადგომებიდანაც დაჰკრა შორიდან, თუმცა მცირედ არაზუსტად.

 

 მეორე ტაიმში „მერანმა“ თამაში გამოასწორა და მომენტებიც მეტი შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო პროკოპენკო. „ცხინვალის“ კიპერმა ორჯერ სერგეი ტრეტიაკს არ გაატანინა და ახლო მანძილიდან შოთა ჯიქიას დარტყმულიც გაანეიტრალა, როცა ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი და გაშვებული გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი.

 

 საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა ორივე გუნდის კართან, გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, ეს დღევანდელი მატჩისთვის ლოგიკური შედეგი იყო.

 

 „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 3 აგვისტოს მარტვილში გამართავს. მეტოქე ტყიბულის „მეშახტე“ იქნება. მანამდე კი, მე-20 ტურის 4 შეხვედრა დღეს ჩატარდება.

 

27 ივლისი. 18:00. „მცხეთა პარკი“. 
ეროვნული ლიგა 2. XX ტური.

 

„ცხინვალი“ (ცხინვალი) – „მერანი“ (მარტვილი) 0-0


„ცხინვალი“: პროკოპენკო, ცერცვაძე (კ), მაისურაძე (ლომსაძე 64’), მაქაცარია, მესხი, ჭანუყვაძე (კენჭაძე 52’), ლაცაბიძე, ქრისტესიაშვილი, შენგელია (ყურშავიშვილი 46’), ლეჟავა, გადრანი.


სათადარიგო: აბაშიძე, ყურშავიშვილი, ლომსაძე, თათხაშვილი, მათიაშვილი, კენჭაძე, წივწივაძე.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე.

 

„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია (თოლორდავა 80’), ტეიდი, ჩუკურა, ლომაშვილი, კურდღელაშვილი (ჯიქია 46’), გეწაძე (ლუკავა 90’), ტრეტიაკი.


სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.

გაფრთხილება: მაისურაძე (53’), ყურშავიშვილი (60’), კენჭაძე (62’), გეგია (76’), ტრეტიაკი (90+4’).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28