1 2 3 4 5
"მერანმა" ამხანაგური მატჩები დაგეგმა

  როგორც მოგეხსენებათ, მარტვილის "მერანი" შეიკრიბა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო.

 

 სანამ მესამე წრე აიღებდეს სტარტს, მარტვლელები სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ. 7 ივლისს ჩვენი გუნდი "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე "ზუგდიდს" უმასპინძლებს.

 

 11 ივლისს "მერანელები" ტყიბულს ესტუმრებიან და ადგილობრივ "მეშახტესთან" გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას.

 

 14 ივლისს კი "მერანი" წყალტუბოში "სამგურალს" დაუპირისპირდება. ყველა მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0