1 2 3 4 5
ასაკობრივი ლიგა - პირველი გამარჯვება "ოქროს ლიგაში"

  წარუმატებელი სტარტის შემდეგ,  "ოქროს ლიგაში", მეორე ტურის მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის "მერანის" 15-წლამდელთა გუნდმა.

 

 ნორჩმა "მერანელებმა" გორელ თანატოლებს უმასპინძლეს და გიორგი ლაცაბიძის მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1-0 დაამარცხეს "დილას" ასაკობრივი გუნდი.

 

 შეგახსენებთ, რომ "ოქროს ლიგაში" შემდეგი ასაკობრივი გუნდები მონაწილეობენ: "მერანი" (მარტვილი), "დინამო" (თბილისი), "საბურთალო" (თბილისი), "სფფ. აკადემია" (ზუგდიდი), "ჩიხურა" (საჩხერე), "ტორპედო" (ქუთაისი), "დილა" (გორი), "გაგრა" (გაგრა), "შუქურა" (ქობულეთი), "კოლხეთი 1913" (ფოთი).

 

 დღეს, თავისი შეხვედრა გამართა "მერანის" 17-წლამდე გუნდმაც დასავლეთ ჯგუფში, რომელიც შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლით 0-1 დამარცხდა "ზუგდიდთან".



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 35 79
სამგურალი 35 67
არაგვი 35 61
ბახმარო 35 54
საბურთალო 2 35 45
კოლხეთი 35 40
ბორჯომი 35 39
მეშახტე 35 38
ბეთლემი 35 38
გორი 35 36